logo.png

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი ავრცელებს განცხადებას:

 

ყარაბაღის ბოლო შეტაკებების დაწყებისთანავე, რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ გადაცემათა კოლოფში სიჩქარე შეცვალა და თავის სტილში მაღალ გაზზე სიარული დაიწყო..
 ???? რუსული პროპაგანდის სკოლა დახვეწილი, მზაკვრული და შორსმჭვრეტელია. როგორც წესი, ის წაუგებელ თამაშს თამაშობს, რადგან ადამიანური სისუსტეების გამოყენებას არ ერიდება, მოკლედ რომ ვთქვათ - რუსული პროპაგანდა ეშმაკს ჰგავს, საკმარისია სუსტი წერტილი მოძებნოს და სულების ჩათრევას არ ერიდება.
 ???? ფსბ-ს გამოცდილმა დინასტიამ გადასარევად იცის რომელ სტერეოტიპულ განწყობებზე უნდა იმუშაოს, რომ შედეგს სწრაფად და ეფექტიანად მიაღწიოს.

???? არახალია, რომ როგორც ყველა მეზობლებს, ქართველებსა და დანარჩენებსაც გვაქვს რაღაც არქეტიპული წარმოდგენები ერთმანეთზე, რასაც ნაწილობრივ ბუნებრივი გეოგრაფიული მდგომარეობა (ფრანგს ინგლისელზე, ჩინელს იაპონელზე, ლიხტენშტაინელს შვეიცარიელზე და ა.შ.) განაპირობებს, მაგრამ ამ არქეტიპულ წარმოდგენებს ძალიან საშიშად და ოსტატურად ამძაფრებს რუსეთი, რომელიც მარიონეტების საცეცებს საუკუნეების განმავლობაში მოზომილად, მაგრამ ნაძირლურად აფათურებს რეგიონში.

???? ეს არც პუტინის დროს დაწყებულა, არც ბრეჟნევის, არც სტალინის - საუკუნეებს ითვლის, როცა მეფის რუსეთი ახალქალაქი-ახალციხის მიწებზე ე.წ. „გასომხების“, პოლიტიკას ეწეოდა. 
 ???? ბრაზი და წყენა, რომელიც ამ პერიოდიდან იღებს სათავეს, ბუნებრივია. ბევრი დანაშაული, რომელსაც იმპერია სომხების წინაშე ჩადიოდა, ქართველების ხელით ხორციელდებოდა, ქართველთა ჩაგვრას კი სომხებს მიაწერდნენ.
 
???? თანამედროვე რუსეთმა ამ მინავლებული განწყობების შესახებ მშვენივრად იცის. 2008 წლის საქართველო-რუსეთს შორის ომის დროს ამ მანევრს ოსტატურად იყენებდა, მაშინ სომხეთი იყო ირიბი მიზანი და ჩვენ უნდა გვეგინებინა, რადგან „თვითმფრინავებისთვის აეროდრომები არ დაგვითმეს“. ასეც ხდებოდა გარკვეულწილად, ასეც უნდა მომხდარიყო, ეს იყო მიზანი და რუსული ტყუილის მანქანა ბომბებთან ერთად სწორედ ამ სიცრუის ჭურვებს ისროდა.

???? ყარაბაღში გახურებული საომარი მოქმედებების პარალელურად, რუსეთმა სიმძიმის ცენტრის საქართველოზე გადმოტანა სცადა: 
????„ქრისტიანული ქვეყანა, რომელიც მტერს ეხმარება!“  - ეს იყო მთავარი მესიჯი იმის გადასაფარად, რომ თვითონ, ერევნის „მეკავშირემ“ ისტორიულ მეთოდს - მიტოვებას არ უღალატა.
???? ასე იქცეოდა ის ტოტლებენის დროს, ასე იქცეოდა ის მაშინაც, როდესაც საქართველო ირანს და ოსმალეთს ერთდროულად აუმხედრდა და საკვების მარაგის ამოწურვის საბაბით, მცირე, მაგრამ საჭირო სამხედრო კონტიგენტი ვახტანგ მეექვსეს დასახმარებლად არ შემოიყვანა.. და გვაიძულა ისევ მათთან მივბრუნებულიყავით.

???? ახლა სომხეთს და აზერბაიჯანს რთული პერიოდი აქვთ. განწყობები მოსახლეობაში უკიდურესად აზელილია. ომისა და ნგრევის შიშის ქვეშ მოყოლილი ერები მტრის ხელოვნურად შექმნილ ხატს ადვილად ირწმუნებენ, მათი ნამდვილი მტერი კი ამას სულ ადვილად მოახერხებს, ამის მეტი მას რა უკეთებიათ?!

#აიესსე #ძალაჩვენშია

ნანახია: (376)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას