logo.png

 თეოლოგი ვლადი ნარსია თავის გვერდზე წერს:

"როგორც მე გავიგე, ორმა პატივცემულმა ექსპერტმა  რუკები ფიზიკურად დაუმალა კომისიის სხვა წევრებს და მეტიც, პარლამენტს (აბსურდია! ასეთი განზრახვაც რომ ჰქონოდათ მისი განხორციელება იქნებოდა შეუძ₾ებელი!) 

საპატრიარქომ იცოდა, რომ ეს სახელმწიფოებრივი დანაშაული იყო, ( მისთვის შეიძლება მეტიც!), მაგრამ წერილობით ამის შესახებ (მაგ. სინოდალური გადაწყვეტილება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა მათ ვებ-გვერდზე) ოფიციალურად არაფერი უთქვამს.  სხვა როგორ გავიგო საპატრიარქოს პოზიცია, რომ იგი "უკმაყოფილო იყო და არ ეთანხმებოდა კომისიის მუშაობას" ?. ე.ი. იცოდა, რომ კომისია რაღაც ღირებულ ინფორმაციას მალავდა, მათ შორის შესაძლოა რუკებთან დაკავშირებით და მოქმედებდა არასახელმწიფოებრივად.  მაინტერესებს, თუ ეს იცოდა, საპატრიარქო რატომ არ დაუპირისპირდა მაშინდელ ხელისუფლებას, რის სანაცვლოდ დადმუმდა?  

ამ კითხვაზე პასუხი არის ჩემს მრავალწლიან კრიტიკაში, რომელიც ეხება - ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის უხერხულ ქორწინებას, რომელიც არსებითად საბჭოთა გადმონაშთია და შინაარსით შუასაკუნეობრივი მოდელი. საპატრიარქოს იმ ხელისუფლებასთანაც მართალი უნდოდა ყოფილიყო, ამ ხელისუფლებასთანაც და ხვალ რომ ახალი ხელისუფლება მოვა იმასთანაც მართალი უნდა იყოს.  (ამას ეპისკოპოსები ამბობენ!). აი, ასეთია ყვარყვარიზებული საპატრიარქოს ანტიქრისტიანული სახე. ამიტომ, ღირსეული ხელისუფალი ასეთ საპატრიარქოსთან კი არ ითანამშრომლებს, არამედ დაუსვამს შეკითხვას - თუ თქვენ იცოდით რუკების დამალვის ფაქტის შესახებ რატომ არ მოახდინეთ შესაბამისი რეაგირება და ატეხეთ განგაში, ან მიმართეთ საერთაშორისო საზოგადოებრიობას?  

ხელისუფლებას მივმართავ, რისთვის იჭერთ იმ ორ ექსპერტს - რუკების დამალვისთვის? ჰოდა,  საპატრიარქომაც დამალა !!!"

ნანახია: (1213)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას