ზურა ლორთქიფანიძე თავის გვერდზე წერს:
"ტვინი წაიღეს, რომ ისინი არიან პირველი მთავრობა, რომელსაც რუსეთთან ომი არ ჰქონია.
პირველ რიგში, რუსეთთან ომით ის შეაშინეთ, ვისაც მათთან არ უომია და ეშინია.
მეორეც: თქვენ, თურქეთ - აზერბაიჯანთან ომი, უფრო მარტივი გგონიათ?
8 წელია, თითი თითზე არ დაგიდიათ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის. მთლიანად მოშიშვლებული გაქვთ
1. აზერბაიჯანის მიმართულება: საიდანაც, თბილისამდე 60 კილომეტრია. რუსთავამდე - უფრო ნაკლები;
2. თურქეთის მიმართულება: საიდანაც ბათუმი, ერთი ხელის გაწვდენაზეა.
ომის დაწყების შემთხვევაში, სამივე ეს ქალაქი, პირველივე წუთებიდან დარტყმის ქვეშ მოექცევა და რუსეთის "ძმური დახმარების" გარეშე, მალევე დაეცემა...
და ასრულდება რუსული გეგმა - ქართველთა (ოცნების) ხელით აღსრულებული - რუსეთი ხომ ომს არასდროს იწყებს (ივანე მრისხანეს დროიდან). ისინი ყოველთვის ვიღაცის, მათ შორის ქართველების "საშველად" მოდიან..."
ნანახია: (1569)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას