ბირმუზა დადეშქელიანი თავის გვერდზე იხსენებს:
"მაგიდასთან სახელმწიფო დამნაშავეებთან ,კრემლის მსტოვრებთან ჯდომა ძალიან მძიმე იყო , თითოეულის მოქმედებაში ჩანდა ,რომ ისინი ყარაყორუმს , მოსკოვს ემსახურებოდნენ და ქართული სახელმწიფოს არსებობა მათთვის მიუღებელი იყო ..თუმცა შემდგომში დამოუკიდებლობით ყველაზე მეტად მათ იხეირეს, ხელში ჩაიგდეს სახელმწიფო საკუთრებები , უძრავ-მოძრავი ქონება , მოსახლეობის ძარცვით მილიონერები გახდნენ ...
1991 წლის სექტემბერში ტელევიზიაში გამაგრებულ კიტოვან-სიგუას საპარლამენტო დელეგაციამ მივუტანეთ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შემრიგებლური ბრძანებულება ორმხრივი კომპრომისებით , რომლის შესრულება თავიდან აგვაცილებდა 1992 წლიდან დაწყებულ უდიდეს ტრაგედიას, სისხლისღვრას , აფხაზეთის, სამაჩაბლოს,სამეგრელოს ოკუპაციას , ეთნოწმენდას,ქართველთა გენოციდს, ახალგაზრდობის განარკომანებას,ქართველი მანდილოსნების შავებით შემოსვას, მილიონი ადამიანის იძულებით ემიგრაციას,ეკონომიკურ,სოციალურ,პოლიტიკურ კოლაფსს და ა.შ.
1991 წლის სექტემბერში სიტუაციის გასამუხტავად ტელევიზიაში შეხვედრა-მოლაპარაკების დროს სიგუა-კიტოვანთან მისულ დეპუტაციას,ამ სურათზე ჩემს გვერდით მჯდომმა მწერალმა მითხრა:" მრგვალი მაგიდა კედელთან მისაყენებელი ხართ და დასახვრეტიო" მწერალი -ჰუმანისტი ყოველთვის შერიგებაზე ,კონფლიქტის განმუხტვაზე მუშაობს ,ის კი-ცეცხლზე ნავთს ასხამდა...
მას ვუპასუხე,რომ ჰუმანისტი მწერალი შერიგებაზე , ერის გამთლიანებაზე უნდა მუშაობდეს და სისხლისზღვრისკენ კი არ უნდა მოუწოდებდეს -თქო..
მაშინ მივხვდი ,რომ მოსკოვიდან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებდნენ და სისხლისღვისკენ მიყავდა პროცესი ,რაც საქართველოსთვის დიდი დარტყმა იქნებოდა და იგი მოსკოვის ინტერესში იყო მხოლოდ."
ნანახია: (1221)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას