logo.png

რესპუბლიკური პარტიის თავჯდომარე დავით ბერძენიშვილი ხელისუფლებას მიმართავს:

"ხელისუფლებავ!!!

აზერბაიჯანს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებთ?

მტრის ხატზე აგებული, პოლარიზაცის მიზნით საარჩევნო კამპანია ბიძინას ხელისუფლების ერთადერთი ტექნოლოგიაა. 

საზღვრის დადგენაზე მომუშავე კომისიის ხელმძღვანელის და წევრის დაპატიმრება განპირობებულია სააკაშილისგან  მორიგ ჯერზე მტრის ხატის შემქნის მცელობით.

2007 წ. პარლამენტში ჩვენმა ფრაქციამ მოიწვია საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომისიის ხელმძღვანელობა. 
დახურულ სხდომაზე ვსაუბრობდით მძიმე პრობლემებზე. ამასთანავე, არ მოგვსვლია აზრად, საქართველოს ხელისუფლებისთვის, კომისიისთვის სამშობლოს ღალატი დაგვებრალებინა. 

რესპუბლიკელები მკაცრად ვაკრიტიკებდით მაშინდელ ხელისუფლებას დსთ- ში დარჩენის, ორივ კონფლიქტურ რეგიონში სამშვიდობოების ეგიდით რუსის ჯარის დატოვების გამო. 

მაგრამ, მაშინდელი საპარლამენტო  ოპოზიცია, რესპუბლიკური პარტია  სახელმწიფოებრივად ვუდგებოდით სათუთ საკითხებს.

არა მარტო სამარცხვინოა ივანიშვილის ეს ქმედება, არამედ უაღრესად სახიფათოც.
ომშია აზერბაიჯანი, ომში!!!!
რუსების წისქვილზე ასხამთ წყალს???"

ნანახია: (1346)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას