logo.png

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის მიმართვა:

 

თუ თქვენმა სომეხმა მეგობრებმა, კოლეგებმა,  ახლობლებმა თუ უბრალოდ,  ნაცნობებმა ჯერ კიდევ არ იციან სიმართლე იმის შესახებ თუ როგორ და საიდან ვრცელდება ბოლო დღეებში ქართველებსა და სომხებს შორის ურთიერთობების გაფუჭების დეზინფორმაციული კამპანიები, აჩვენეთ ან მოუყევით ჩვენი პოსტის შინაარსი. ამით თქვენ ფასდაუდებელ საქმეს გააკეთებთ ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნების და მოწინააღმდეგის მხილების საქმეში. იხილეთ პოსტი:
 
ჩვენს მიერ გამოვლენილი კიდევ ერთი ანტიქართული დეზინფორმაცია, რომელიც ქართველ და სომეხ ხალხებს შორის სიძულვილის, ხოლო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მაქსიმალურად გაუარესებას ისახავს მიზნად. საქმეში ამჯერადაც რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულ ონლაინ-მედია - ‘’Eadaily’’ და ორგანიზაცია „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი, ვლადიმერ ხომერიკი არიან ჩართულები. 

გამოცემა ხომერიკზე დაყრდნობით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს სომხეთის მხარემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთიდან სპეცტრანსპორტისა და სამედიცინო ჰუმანიტარული დახმარების ტრანზიტის ნებართვა სთხოვა, ხოლო  ქართულმა მხარემ ტრანზიტზე უარი განაცხადა და ყველა მანქანა მოსკოვში გაიჭედა. 

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა რამდენიმე წყაროსთან, მათ შორის ოფიციალურთანაც გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია. როგორც დგინდება საქმე გვაქვს მიზანმიმართულ მანიპულაციასთან. ქართული მხარე ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდებას არცერთი მიმართულებით ხელს არ უშლის. შეგახსენებთ ვინ არის ვლადიმერ ხომერიკი. მისი სიტყვებია:  ,,არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული...’’ ,,რუსეთი თუ ოკუპანტია, მაშინ მეც ოკუპანტი ვარ" ეს სიტყვები მან შარშან, გორში სტუმრობისას განაცხადა.

ნანახია: (1633)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას