საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი განცხადებას ავრცელებს:
მეგობრებო, გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა!
● ინტერნეტში ფრანგი პოლიტიკოსის, ლორან ვოკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება ფოტო, სადაც, სომხეთის რუკის საზღვრებში, მოქცეულია ახალქალაქის და საქართველოს სხვა ტერიტორიები. https://bit.ly/3lf1V1G ფოტოს 1200-ზე მეტი რეაქცია და 200-ზე მეტი გაზიარება აქვს.
● კავკასიაში დაძაბულობის მატების ფონზე, დღითიდღე მატულობს დეზინფორმაციის, ეთნიკური შუღლისა და დაპირისპირების გაზრდის მცდელობა.
● სამწუხაროდ, ყალბი არხებისა და Fake გვერდების გარდა, მტრული პროპაგანდის გავრცელებაში ნებით თუ უნებლიედ, ოფიციალური პირებიც იქნენ ჩართულნი.
● დეზინფორმაციისგან თავის ასაცილებლად, ლეგიონერებს გთხოვთ, იაქტიუროთ მსგავსი შემთხვევების აღმოსაფხვრელად. იხილეთ ჩვენი პოსტი გასაჩივრების ინსტრუქციის შესახებ: https://bit.ly/36HE7Qd
● აგრეთვე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia -ს მივმართავთ თხოვნით, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, სხვა შემთხვევების მსგავსად.
ნანახია: (1234)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას