logo.png

თეოლოგი ვანო შოშიაშვილი თავის გვერდზე წერს:

"ვამბობდი, რომ პაპოცეზარიზმი და თეოკრატიული მმართველობა გვაქვს საქართველოში თქო. წესით შეუძლებელია ამ ორი სისტემის თანაარსებობა, რადგან ერთი მეორეს გამორიცხავს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ხო ყველაფერი მოსულა?! ეხლა ვფიქრობდი და მივხვდი, რომ ასეთი შეფასება არასწორია, რადგან საქართველოში, თეოკრატია ჩაანაცვლა ილოკრატიამ. შესაბამისად პაპოცეზარიზმის კლასიკური გაგებაც დაიკარგა. რა პრივილეგიებიც პაპებს ჰქონდათ და აქვთ “დე იურე”, იგივე პრივილეგიები აქვს საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს “დე ფაქტო”. ამ მხრივ, ალბათ ყველაზე უფრო გამორჩეული პაპები იყვნენ: გელასიოსი, ლეონ III, გრიგოლ IX და პიუს IX. აღნიშნული პაპები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ გავლენა მოეხდინათ სახელმწიფოზე და მაგ: გელასიოსი გახლდათ პირველი პაპი, რომელიც ყველაზე მეტად აპელირებდა პაპოცეზარიზმე. პაპმა ლეონ მესამემ, კარლომაგი აკურთხა მეფედ და ცდილობდა მასზე ყველანაირი გავლენა მოეპოვებინა. პაპმა პიუს მეცხრემ კი ვატიკანის პირველი კრება მოიწვია და ცდილობდა, რომ სრულიად უაპელაციოდ და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაემტკიცებინა პაპის პრიმატისა და უცდომელობის სწავლებები, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში. პაპი, როგორც საღმრთო ძალაუფლების მქონე, ყველა ამქვეყნიური ძალაუფლების თავსაც (Caput totius orbis) წარმოადგენდა, ეს ყველაფერი კარგია თუ ცუდია, რა თქმა უნდა, აქ არ ვიმსჯელებ, უბრალოდ ყურადღებას იმაზე ვამახვილებ, რომ პაპები ამ ყველაფერს “დე იურე” იღებდნენ, განსხვავებით ილია მეორისგან, რომელიც “დე ფაქტო” იღებს ამ პრივილეგიებს, თუმცა ამავდროულად იგი სწორედ იმ ეკლესიას წარმოადგენს, რომელიც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აკრიტიკებს დასავლეთის ეკლესიას ამგვარი მიდგომების გამო. 
   დღეს პატრიარქი ილია II,
თბ. სასულიერო სემინარიისა და აკადემიის საპატიო დოქტორი გახდა ???? ანომალიაა? არაუშავს, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი მოსულა!"

ნანახია: (1293)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას