logo.png

ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე თავის გვერდზე ავრცელებს პატრიარქ ამბროსი ხელაიას უცნობ წერილს:

 

პატრიარქ ამბროსი ხელაიას ნაკლებ ცნობილი წერილი გერმანიის ელჩს -1921- წ. უაღრესად მრავლისმეტყველი ტექსტია:

,,საქართველოს ეკლესია ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია, რაც ახალგაზრდა, განათლებული სასულიერო პირების დიდი ნაკლებობის გამო უფრო უარესდება. წინათ ქართველი ახალგაზრდები უმაღლეს თეოლოგიურ განათლებას იღებდნენ რუსულ სასულიერო აკადემიებში, სადაც თეოლოგია „ოფიციალურ“ საგნად იყო მიჩნეული და დღევანდელი მეცნიერებისაგან ძალიან შორს იდგა. ახლა, დროის შესაბამისად, შეგვიძლია უარი ვთქვათ რუსულ თეოლოგიაზე და როგორც სომხურ და ბერძნულ ეკლესიებშია მიღებული, გავგზავნოთ ახალგაზრდა თეოლოგები გერმანიაში, სადაც თეოლოგია, როგორც მეცნიერება, ძალიან მაღალ დონეზეა.

გრიგოლ ფერაძე ამ ქართველთაგან პირველია, რომელსაც განზრახული აქვს მომავალში თავისი ცოდნა და ენერგია ქართულ ეკლესიას მოახმაროს.

მე, საქრთველოს კათალიკოს-­პატრიარქი, ამ ღვთის მოსაწონ საქმეში მას კურთხევას ვაძლევ და მესამე საეკლესიო კრებამაც ერთხმად დაადგინა, შესაძლებლობის ფარგლებში მატერიალურად დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზდრას. ფერაძე გერმანიის დიდი მეგობარი  და გერმანული კულტურის  თაყვანისმცემელია. მისი სამშობლოში უკან დაბრუნების შემდეგ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა   საეკლესიო საკითხებში გერმანიასთან ახლო კავშირები დავამყაროთ.

ფერაძე პირველი თეოლოგია, რომელიც გერმანიაში მიდის, შემდეგ კი სხვებიც გაჰყვებიან მის კვალს.

გელათის მონასტერი,1921 წლის 6 დეკემბერი

ამბროსი, საქართველოს კათალიკოს-­პატრიარქი"

 

Patriarch Ambrosi an die deutsche Botschaft in Georgien (1921)

Die Georgische Orthodoxe Kirche befindet sich zurzeit in einem kritischen Zustand, der sich durch den großen Mangel an Jungen, gebildeten Geistlichen noch verschlimmert. Bis vor wenigen Jahren empfingen junge Georgier ihre höhere theologische Ausbildung an russischen geistlichen Akademien, wo die Theologie als „offizielle“ Disziplin betrieben wurde, und von der heutigen Wissenschaft weit entfernt war. Den Zeitumstämden folgend, könne wir jetzt die russische Theologie aufgeben, und wie in der griechische und armenischen Kirchen schon Brauch ist, junge Theologen nach Deutschland schicken, wo die Theologie als Wissenschaft in hoher Blüte steht.

Der erste dieser Georgier ist Georg (Grigol) Peradse, der in Zukunft seine Kenntnisse und seine Tatkraft der georgischen Kirche zu widmen beabsichtigt. Ich der Katholikos und Patriarch von Georgien, erteile ihm zu diesem gottgefälligen Vorhaben meinen Segen und die Dritte Kirchenversammlung hat einstimmig beschlossen, ihn nach Möglichkeit mit Geldmitteln zu versehen.

Peradse ist ein großer Freund und Verehrer Deutschlands, und nach seiner Rückkehr in die Heimat werden wir in der Lage sein, in kirchlichen Fragen mit  Deutschland enge Verbindungen anzuknüpfen.

Peradse ist der erste Theologe, der nach Deutschland geht, aber später werden weitere folgen.

Im Kloster Gelati, am 6. September 1921.

Ambrosius

Katholikos und Patriarch von Georgien

ნანახია: (1328)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას