თეოლოგი გოჩა ბარნოვი თავის გვერდზე წერს:
"ყველაფერში რომ უცნაურები არიან საპატრიარქო და სასულიერო აკადემია: სად ნახეს ან სად გაიგონეს ჰონორის კაუზას მინიჭება იმ ადამიანზე ვისაც იურიდიულად ექვემდებარები. მით უმეტეს, როცა ეს ადამიანი 4 წელი ამ სასწავლებლის რექტორი იყო. კიდევ უფრო მით უმეტეს, როცა პატრიარქი, მიუხედავად იმისა, რომ სადოქტორო ხარისხს არ ფლობს, ამ სასწავლებლის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეა. პრეზიდენტს, ამ უფუნქციო ადამიანს, და პარლამენტის თავმჯდომარეს საერთოდ რა ესაქმებოდათ. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას და სეკულარიზმის პრინციპს , უბრალო ადამიანებს რაღა უნდა მოკითხო. მთელი ქვეყანა თავის საკუთრებად აქცია საპატრიარქომ. ყველაფერ ერთ კაცთან მიდის, მთელი საქართველოც მის გარშემო ტრიალებს."
ნანახია: (1231)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას