მამუკა გამყრელიძე თავის გვერდზე წერს:
"კაცობრიობის მთელი ისტორია ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. ამისთვის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ინსტრუმენტებს იყენებდნენ. ვითარდებოდა ცივილიზაცია და ვითარდებოდნენ ინსტრუმენტები და გავლენის სფეროები. ჯოხი და ქვა. მშვილდისარი. ფოლადის ხმალი. სახელმწიფო მანქანა. ჯარი. ოქრო. ფული. საფინანსო სისტემა. პოლიტიკური სისტემა. ტექნოლოგიები. და მთავარი, ინფორმაცია.
ვისაც ჰქონდა ინფორმაცია, ის ფლობდა ძალაუფლებას. მის ხელში იყო როგორც საფინანსო ისე პოლიტიკური სისტემაც. ინფორმაციას კი ნაციონალური სახელმწიფოები ფლობდნენ. სისტემები კი მათ სამსახურში იყვნენ.
დღეს რასაც ვხედავთ, გახლავთ საინფორმაციო რევოლუცია. საინფორმაციო და მედია სისტემები იგდებენ ხელში ძალაუფლებას. მათ შეუძლიათ ინფორმაცციის ისე მართვა, რომ აურიონ ტყუილ-მართალი და მართონ საზოგადოების აგრესია და შიში.
წელს დაგვანახეს, როგორ შეუძლია მედიას თითის ერთი აქნევით სახლში გამოკეტოს მთელი მსოფლიო, გააჩეროს ინდუსტრიის ერთი რეალური და პირიქით, მრავალგზის გაამდიდროს მეორე, ვირტუალური ნაწილი. გვიჩვენეს როგორ მარტივად შეუძლიათ ყველაზე მყარი პოლიტიკური სისტემის მოშლა და ძლევამოსილი სახელმწიფოს განადგურების წინაშე დაყენება. გვიჩვენეს, რომ დღეს მათ, ვის ხელშიც არის ინფორმაცია, შეუძლია ყველაფერი ! დღეს, ნაციონალური სახელმწიფოებიც, პოლიტიკური და საფინანსო სისტემებიც მათი ინსტრუმენტები გახდნენ ძალაუფლების არა მოსაპოვებლად, არამედ უკვე შესანარჩუნებლად.
კაცობრიობა საყოველთაო სიყალბის ერაში შევიდა..."
ნანახია: (656)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას