თეიმურაზ ზაქრაძე თავის გვერდზე წერს:
"პუტინმა, ტრამპმა და მაკრონმა ერთობლივად განაცხადეს კავკასიაში ცეცხლის შეწყვეტის და მშვიდობიანი მოლაპარაკების შესახებ.
სწორედ ამ დიპლომატიური მიზნისთვის დაანთო ყარაბახში ცეცხლი მოსკოვმა.
მსოფლიოს რომ უთხრას შემდეგი:
მოსკოვის გარეშე კავკასიაში მშვიდობა ვერ იქნება,
კავკასიის გასაღები მხოლოდ მოსკოვს აქვს და დიდმა ქვეყნებმა აღიარეთ მოსკოვის გავლენის სფეროებიო.
მოსკოვი სომხეთში იარაღის მიწოდებას მხოლოდ საჰაერო გზით ახერხებს და ისიც კავკასიის გვერდის ავლით.
ქართულ საჰაერო სივრცეს აკონტროლებს ნატო და ერთი შანსიც არ აქვს მოსკოვს ეს ზონა რომ დაარღვიოს. ოცნების ხელისუფლება ჭიპზეც რომ გაიხეს მოსკოვს გზას ვერ გაუხსნის.
რა დარჩენია მოსკოვს?
საქართველოს დისკრედიტაცია მსოფლიოს თვალში.
ამისთვის სჭირდება ფოტოკადრები მსოფლიოში საფრიალებლად თუ როგორ მიდიან სამხედრო ფორმაში გამოწყობილი "ქართველი მოხალისე ტერორისტები" საომრად.
ასეთ რამეებს რომ "ჩალიჩობენ" ინფორმაცია უკვე არის.
სამწუხაროდ ბევრი გულუბრყვილო ახალგაზრდა წამოეგება დიდი ფულის დაპირებას, ოღონდ წარმოდგენაც არ აქვთ რა შარში გაყოფენ საკუთარ თავს და ქვეყანას.
ასე იჭრება დიდი პოლიტიკა ყოველი ჩვენგანის ოჯახში და ბედში.
როცა მოსკოვი გყავს მტრად არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და ყველანაირი ფანტასმაგორიული სცენარიც კი შესაძლებელია, იმიტომ რომ
ყველაფრის მკადრებელ მტერთან გვაქვს საქმე."
ნანახია: (896)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას