logo.png

"წარმოგიდგენთ დოკუმენტს, საიდანაც ნათლად დასტურდება КГБ-ს რეზიდენტის - ილია II-ის (მეტსახელად "ივერიელი") რეგულარული თანამშრომლობა საბჭოთა ათეისტურ ხელისუფლებასთან და მის უმსხვილეს იდეოლოგიურ სპეცსამსახურთან - რელიგიის საქმეთა რწმუნებულის აპარატთან, რომელმაც სასულიერო პირებს კანონმდებლობით აუკრძალა მისიონერობა და სარწმუნოების ქადაგება.

ამ მოვლენაში, ყველაზე უფრო პარადოქსული, ცინიკური და ტრაგიკული მომენტი ის არის, როცა ვიაზრებთ თუ რამხელა კონტრასტი და ანტინომიური სხვაობაა კირიონ II-ისა და ამბროსი აღმსარებელის საქმიანობასა და ილია II-ის "მოღვაწეობას" შორის. თუკი ისინი ზნეობრივი, პრინციპული და ქრისტიანული სულისკვეთებით ებრძოდნენ მეფის ოხრანკასა და საბჭოთა სატანისტურ წყობილებას, სამაგიეროდ მათი მემკვიდრე ორჯონიკიძელი ირაკლი შიოლაშვილი დამპყრობლებთან მოღალატურად თანამშრომლობდა და რუსული დირექტივებით მოქმედებდა მუდამჟამს. დიახ, იგი ყოველთვის კოლაბორაციონიზმსა და წითელ გზას მისდევდა, მაშინ, როცა მისი წინამორბედები, მართლაც უწმინდესნი და უნეტარესნი თავიანთ ცხოვრებაში სახარებისეულად ამოწმებდნენ ჭეშმარიტებას! 

 

 

"სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს საქართველოს სს რესპუბლიკაში 

ანზორ ნიკოლოზის ძე წიკლაურს

ღრმად პატივცემულო ანზორ ნიკოლოზის ძევ, 1986 წლის 21 ნოემბრით დათარიღებული თქვენი წერილის (N200) პასუხად გაცნობებთ, რომ საპატრიარქოში იყვნენ გამოძახებულნი წმინდა სინოდის წევრები. განვიხილეთ თქვენი წერილი. მღვდელმთავრებს მიეთითათ იმ ნაკლოვანებებზე, რომელსაც ადგილი აქვს მათ მუშაობაში. დაევალათ, გააფრთხილონ სამღვდელოება, რომ შემდეგში არ განმეორდეს რელიგიური კულტების შესახებ საბჭოთა კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები. ასევე სათანადო მითითებები მიეცათ საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლებს. 

პატივისცემით 

ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი"

3.12.1986"

 

მოამზადა თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა

ნანახია: (1187)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას