logo.png

თეოლოგი გოჩა ბარნოვი თავის გვერდზე წერს:

"გუშინ მოვისმინე საპატრიარქოს ჩინოვნიკის, ანდრია ჯაღმაიძის ოფიციალური განცხადება დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით და მაშინვე ორმა აზრმა გამიელვა: 1. ეს განცხადება არ გავს პატრიარქ ილიას სტილს. მას არასოდეს დაუჭერია მხარი ვინმესთვის ავანსად, თუ დარწმუნებული არ იყო მის გამარჯვებასა და მასთან დაკავშირებულ სარგებელში; 2. ივანიშვილმა დაიწყო ახალი ბედუკაძეების ძებნა და იპოვა კიდეც.
ახლა, წარმოვიდგინოთ თავი მეუფე შიოს ადგილზე. თუ ის აშკარად დაუჭერს მხარს ივანიშვილს, დიდი შანსი აქვს გახდეს პატრიარქი. თუ პატრიარქს ამასობაში რამე მოუვა, დასაკარგი არაფერი ექნება. თუ ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს, ოპოზიციიდან მოსული ახალი მთავრობა შიოს მაინც არ დასვამს პატრიარქად, რადგან ყველასათვის ცნობილია მისი რუსული კავშირები.
თუ ივანიშვილისა და შიოს ადგილზე კიდევ ერთხელ წარმოვიდგენთ თავს, არც ისაა გამორიცხული, რომ პატრიარქი იმაზე უფრო მალე გაუშვან სახლში, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია."

ნანახია: (874)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას