თეოლოგი ვლადი ნარსია თავის გვერდზე წერს:
"დავით გარეჯთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია პროვოკაციულია. თუ მსგავს სიტუაციებში ეკლესიას რაიმე როლის შესრულება შეუძ₾ია ეს უნდა შემოიფარგლოს კონფლიქტში ეკლესიის მშვიდობიანი მედიაციით. ასეთია ეკლესიის, როგორც ქრისტეს აგენტის მისია დედამიწაზე და არა სახელმწიფოს აგენტის, როგორადაც წარმოგვიდგება საპატრიარქო ამ საქმეში.
გირჩევდით, აწარმოოთ დამოუკიდებელი კვლევა!
ევროპაში (და, არა რუსეთში!!!) არაერთი სახელგანთქმული კვლევითი ინსტიტუტია კონფლიქტების საკითხებში. გაყიდეთ პატრიარქის ავტოფარეხში დაპარკინგებული "მაიბახი" და დაიქირავეთ 3-5 ავტორიტეტული მკვლევარი. გააცანით ის რუკები, რომელიც ასე მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ, მაგრამ არც სხვა ინფორმაცია დაუმალოთ რასაც მოითხოვენ და ამ საქმეში მათ მიერ დადებული საბოლოო დასკვნა საჯარო გახადეთ საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ეს იქნება თქვენი, როგორც მშვიდობანი მედიატორის როლი ამ კონფლიქტში, რომლის მიუკერძოებელ და ობიქეტურ პოზიციას მხარს დაუჭერს საერთაშორისო საზოგადოება. ამის შემდეგ თქვენი პოზიცია არაკომპეტენტური წვერგამოშვებულების პოზიად კი არ შეფასდება არამედ სარწმუნო და აკადემიური ავტორიტეტით გამყარებულ პოზიციად.
შეგახსენებთ, სიმართლის ძიება და დაცვა ქრისტეს ეკლესიის უპირველესი მოვალეობაა!"
ნანახია: (532)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას