logo.png

ნაწილი მეორე.
წითელი პატრიარქები.

კალისტრატე ცინცაძე

1939 წელს სტალინს მიულოცა დაბადებიდან 60 წლის თავი – " თქვენ სიჭაბუკითგანვე არა ცანით ძილი თვალთა, რული ნამთა და განსვენება ხორცთა ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა ცრემლითა მოსასპობად. ამისათვის მადლიერმა ერმა დაგსვათ ძლიერთა შორის და შეგმოსათ დაუჭკნობელი დიდებით.|" (186გვ.)

საბჭოთა კავშირის ცენტრალურ გაზეთებში (პრავდა, იზვესტია 1942წ. #263,266) იბეჭდებოდა კალისტრატეს მილოცვები სტალინისადმი საბჭოთა ხელისუფლების იუბილეზე, წითელი არმიის ფრონტულ წარმატებებზე. (188გვ.)

კალისტრატეს წერილი 1948წელს გაგზავნილი სტალინისადმი – "კაცთა შორის რჩეულო! ჩემი მოხუცებულობის ოცნება იყო საკუთარი თვალით მენახა ჩვენი ხალხის სიამაყე და მსოფლიოს უდიდესი ადამიანი, მაგრამ ბედმა არ მარგუნა ეს ბედნიერება, ალბათ ამისი ღირსი არა ვარ. მიიღეთ ძვირფასო იოსებ, საქართველოს ეკლესიის და მისი მეთაურის გულწრფელი მადლობა მშობელი ეკლესიის საბჭოთა კავშირში არსებულ სარწმუნოებრივ ორგანიზაციათა სიაში შეყვანისათვის, ხოლო ჩემი კადნიერი მამაშვილური სიყვარულის გამომხატველად მოგართვათ წინაპართა მიერ შექმნილი და ნაადერძევი ქართული კულა წარწერით – იოსებ ქართველს, მსოფლიოში უღალატო ადამიანს, მაშვრალთა წინამძღვარს, მადლბით გულსავსე საქართველოს მართლმადიდებელთა მწყემსის კალისტრატე კათალიკოზ-პატრიარქისაგან" (188-189გვ.)

“რაც შეეხება საბჭოთა ხელისუფლებას ის სარწმუნოების საკითხში არ ერევა, ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებულია სინდისისა და რწმენის თავისუფლება” – აცხადებს კალისტრატე (193გვ.)

სერგო ვარდოსანიძე. "საქართველოს ეკლესიის ისტორია 1917-1952 წლებში“.

მოამზადა ზურაბ აროშვილმა.

ნანახია: (1114)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას