პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.
საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიის შესახებ მრავალი პუბლიკაციის ავტორი. მართალია, არქივებიდან საკუთარი პირადი შეხედულებითა და სიმპატია-ანთიპატიის მიხედვით იღებს და აქვეყნებს ისტორიას, მაგრამ მაინც მის პუბლიკაციებშიც ჩანს ის რაც ვერ და არ დაიმალა. გთავაზობთ ზოგიერთ ნაწყვეტს მისი წიგნიდან - „საქართველოს ეკლესიის ისტორია 1917-1952 წლებში“.
პირველი ნაწილი.
წითელი პატრიარქები.
ქრისტეფორე ციცქიშვილი
საკათალიკოზო საბჭოს რეპრესიებს გადარჩენილმა ნაწილმა ეპისკოპოზ ქრისტეფორეს ხელმძღვანელობით 1924 წლის 20 ოქტომბერს მიმართა საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს, წერილში პირველად ოფიციალურად დაფიქსირდა, რომ საქართველოს ეკლესია აღიარებდა საბჭოთა ხელისუფლებას, მის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკურ და ეროვნულ აღორძინებაში. . . . (94გვ.)
პატრიარქ ამბროსის დაპატიმრების შემდეგ საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ ურბნელ ეპისკოპოსის ქრისტეფორეს სახელით საბჭოთა ხელისუფლებას მიმარ ასეთი განცხადება გააკეთა – "ვაცხადებთ, რომ ვართ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქენი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნი, რომელნიც ვაღიარებთ მუშურ-გლეხურ კომუნისტურ ხელისუფლებას, ვემორჩილებით მას, არ ვაწარმოებთ მთავრობის საწინააღმდეგო მუშაობას". (105გვ.)
1927 წლის 28 თებერვალს საქ. საეკლ. დროებითი მმართველობის სახელით მიტრ. ქრისტეფორემ განცხადებით მიმართა საქ. ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს – "მივესალმები სრულიად საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებას და ვუსურვებ მას ნაყოფიერ მოქმედებას ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკურ წარმატებაში იმ ზომამდე, რომ არსებუი კავშირი საბჭოთა რესპუბლიკებისა უფრო განმტკიცებულიყოს და თავის შემოქმედებითს მუშაობით, ერთა შორის სამრთლიანობის დამყარებით, კიდევ უფრო მეტი მიმზიდველი ყოფილიყოს კავშირის გარეშე მყოფ ერთათვის|". (136-137გვ.)
მიტრ. ქრისტეფორე, რომელიც თავის თავს, ხან საქ. ეკლესიის დროებითი მმართველობის თავჯდომარის მაგიერ ან თავჯდომარეს უწოდებდა პატრიარქ ამბროსის ნაცვლად. 1927 წლის 22 მარტს ამბროსის გამოუცხადა, რომ იგი განთავისუფლებულია საქმის წარმოებისაგან, ე.ი. საქ. ეკლესიის მმართველობიდან ამის გამოცხადების მეორე დღეს 23 მარტს მან დაკარგა მეტყველების უნარი, 27 მარტს გონება, 29 მარტს დილის 3 საათზე იგი გარდაიცვალა. (138გვ.)
1927 წლის 21-27 ივნისი მე-4 საეკლესიო კრებამ დაგმო საბჭოთა ხელისუფლებასთან კონფრონტაციის კურსი და განაცხადა, რომ იგი აღიარებდა საბჭოთა ხელისუფლებას, როგორც ერთადერთ კანონიერ ხელისუფლებას, რომელიც გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. (141-142გვ.)
"ძაღლი იყო და ძარლური სიკვდილი მოიმკო" ქრისტეფორე პატრიარქ კირიონზ II-ზე. (144გვ.)
იმ დღიდან როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურებმა საბჭოთა ხელისუფლებასთან ლოიალობისა და თანამშრომლობის კურსი გამოაცხადეს, საზღვარგარეთის ქართველობამ ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა საქართველოს ეკლესიასთან. (153გვ.)
შემდგომ ბერია, ამ ყველაფერში თავისი ღვაწლის შსახებ გამოცდილებას სხვებს გაუზიარებს - Своим опытом он поделился еще в 1929 году в специальной записке: "Длительной нашей работой нам удалось создать оппозицию католикосу Амвросию и тогдашней руководящей группе грузинской церкви, и... в 1927 году в январе месяце удалось полностью вырвать из рук Амвросия бразды правления Грузинской церковью и вместе с его приверженцами удалить от руководящей роли в Грузинской церкви. В апреле месяце, после смерти католикоса Амвросия, католикосом был избран митрополит Христофор, вполне лояльно относящийся к Соввласти, и уже собор, избравший Христофора, декларировал свое лояльное отношение к власти и осудил политику и деятельность Амвросия, в частности, и грузинскую эмиграцию".
მოამზადა ზურაბ აროშვილმა
ნანახია: (1254)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას