logo.png

ზურაბ გურული თავის გვერდზე წერს:

 

"დიდი, ბოროტი და ბრიყვი იმპერიის დანგრევის შემდეგ,  ერთ-ერთი მისი ყოფილი პროვინციის, მდიდარი პროვინციის, ერთმა მუჭა აფერისტებმა მოისურვეს უკონტროლოდ მიტოვებული ქონების მიტაცება და მიიტაცეს. მერე უმოწყალოდ ძარცვეს მთელი ქვეყანა და ბოლოს ისეთი ტერიტორიებიც შემოეძარცვათ, რომლებიც უფრო მასშტაბური და გავლენიანი მძარცველების ინტერესის სფერო გამოდგა. მერე დიდი ქურდები პატარა ქურდებს მოელაპარაკნენ და თავის ადგილზე მიუთითეს პარაშასთან. ისინიც მოჯდნენ.
დაკარგული მიწების მაკონტროლებლებმა ლოგიკურად არჩიეს ბევრად უფრო მდიდარ და გავლენიან ქურდებთან პირდაპირი კონტაქტი და მასხარად აიგდეს და იგდებენ შედარებით წვრილფეხა აფერისტებს. 
ეს არის ქართული პოსტსაბჭოთა ისტორიის ცინიზმამდე გაშიშვლებული ანატომია. "საზარბაზნე ხორცი" და "სადღეგრძელოები" პარალელური ისტორიაა.
ეგერ-აგერ შემორჩენილო ახალგაზრდა ქართველო პატრიოტო, შეეცადე შექმნა ქართული სახელმწიფო იმ ტერიტორიაზე, რაც ბედოვლათი წინაპრების გადამკიდე შეგრჩა; გახადე ეგ სახელმწიფო ღირსებისა და კანონის პატივისმცემელი. მაგას რომ და თუ  შეძლებ, მერე საკუთარ გონებასაც საკუთარ მიწაზევე მოიხმარ, გამდიდრდები; რომ გამდიდრდები, ძალაც მოგემატება; ძალა რომ მოგემატება, პატივისცემასაც დაიმსახურებ და მოინდომებენ შენთან ყოფნას.
ეს არის ერთადერთი გზა. სირცხვილი და ტკივილი უნდა აქციო შრომისა და ბრძოლის მოტივაციად. 
თუ ვერ შეძლებ, მაშინ ჩამოისხი იაფფასიანი ღვინო და აიჩუყე გული სადღეგრძელოებით; ანდა უბრალოდ, ადექი და წადი; მსოფლიო დიდია, ყველას დაიტევს."

ნანახია: (685)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას