logo.png

მღვდელმონაზონი ანდრია სარია თავის გვერდზე წერს:

"ადამიანზე კარგის თქმა სახიფათო გახდა. ჩემთვის ქრისტიანობა იყო და არის სიმართლის მსახურება. რაც წმინდა წერილში, საეკლესიო კანონმდებლობისა და საღვთისმსსხურო წიგნებში წავიკითხე ის სრულად უგულვებელყოფილია. მრევლმა არ იცის მისი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, მღვდელმთავრები და მღვდლები სამწუხაროდ სათავისოდ ირგებენ და კარგადაც გვატყუებენ. ,,დიდი რჯულისკანონი” ალბათ 30 კაცს ექნება სულ წაკითხული, რა საჭიროა, მაგით ხომ არ განსჯიან ეკლესიას, მაშინ ,,ყველა” დასასჯელი გახდება! ასე შემოგვაპარეს იერარქებმა საკუთარი კანონები: ,,გულმოწყალების”, ,,აღვირახსნილობის” და ა.შ. მრევლიც კმაყოფილია და ბერიც სიამოვნებას არის მიცემული.საეკლესიო სასამართლო რა საჭიროა, სადაც უსათნოესი მეუფე იაკობი გვყავს და უწმინდესი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი... დღეს საპატრიარქოს დირექცია წმინდად იცავს საკუთარ კანონებს... ნუ იწუწუნებთ ტაძარში მისულები: მღვდელი ფულზე ქადაგებს, ნათლობა ამდენი ღირს, ჯვრისწერაზე უფასოდ ვერც დაელაპარაკები მღვდელს; სუფრაზე იმდენი დალია ეპისკოპოსმა საკუთარი სახელი დაავიწყდა და ა.შ. ჩვენ მივეცით ასე რომ ეცხოვრათ იმის ფუფუნება და რატომ გიკვირთ? ისინიც ხომ ადამიანები არიან და არა ანგელოზები!!! ეს პასუხია ყველაზე წმინდა!"

ნანახია: (947)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას