27 წელი სოხუმის დაცემიდან
ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
ომმა სხვადასხვა მონაცემით 10 -დან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი.
შეიარაღებული კონფლიქტი მას შმდეგ დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით შინაგანი ჯარის დამატებითი ძალები გაგზავნა.
შეთანხმების მიუხედავად, სეპარატისტებმა შინაგანი ჯარის დანაყოფს ოჩამჩირეში და გულრიფშში ცეცხლი გაუხსნეს.
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ფხაზეთში ეთნიკური წმენდის ფაქტი აღიარებული. მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა და გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციების მიუხედავად, კონფლიქტის ისევ მოუგვარებელია.
სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაეშვა.
ნანახია: (1034)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას