logo.png

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი თავის გვერდზე წერს:

"შენდობას ვითხოვ ყველასთან, მაგრამ იმთავითვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი მიტროპოლიტ ისაიასადმი, მიუხედავად იმისა, რომ მან - მეუფე პეტრეს ღვაწლსა და ამაგზე ორიოდე სიტყვით, გაკვრით მაინც ისაუბრა. იმავე დღეს მეგობრებს ვეუბნებოდი, რომ ცოტა ხანში ვნახავდით და მოვისმენდით მეუფე ისაიასგან გადასხვაფერებულ თუ კონფორმისტულ კომენტარს, ანუ სინანულის სიტყვებს და აგვიხდა კიდეც. ვიცნობ რა ამ "მოდგმას", საპატრიარქოს სატანისტურ სისტემასა და უბადრუკი მღვდელმთავრების ლაჩრულ სულისკვეთებას, გამოცდილებით ვსაზღვრავ და ვხვდები ხოლმე, რომ მათი ნდობა შეუძლებელია და შესაბამისად მათი ტრანსფორმაციისა და ღირსების შესახებ ხბოს აღტაცებით კაი ხანია რაც აღარ ვარ განწყობილი. განა იმიტომ, რომ რადიკალი ვარ, უბრალოდ მთლიანი სიმართლე მიყვარს და პირდაპირობა!

იმათ, ვისაც რაიმე პოზიტივის იმედი გაქვთ, საინტერესოა მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილისგან სულიერად გაუპატიურებულ და კასტრირებულ ე.წ. ეპისკოპატს, როგორ ენდობით? იქ, სადაც მულტიმილიონერი და ჰედონისტი პატრიარქი ცოცხალ წმინდანადაა კრემლისგან შემოსაღებული; სადაც რუსეთუმე შიო (მუჯირი) და ყანდური გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) საპატრიარქო ტახტის პრეტენდენტები არიან; სადაც კრიმინალური ავტორიტეტი იაკობი (იაკობიშვილი) "ზნეობრივი საბჭოს" წევრია; სადაც ბიზნესმენი და მრუშობაში მხილებული საბა (გიგიბერია) "ეკლესიის ღირსების" აპოლოგეტია; სადაც ყოვლადურწმუნო დიმიტრი (შიოლაშვილი) აჭარის ბობოლა მაფიოზი და არაფორმალური "მაყურებელია"; სადაც ხეპრე, ფულისტი და ყოვლადუსწავლელი თეოდორე (ჭუაძე) ქორეპისკოპოსია, ხოლო მიტროპოლიტი პეტრე კი სინოდიდან უკანონოდ გარიცხული, რა მოლოდინები გაქვთ საერთოდ?!

რით ვერ გაიგეთ, რომ საქმე გაქვთ ანტიქრისტიანულ თუ მოღალატეობრივ აგენტურასთან, კოლაბორაციონისტებთან, ლეგეონთან, გარყვნილ და დეგრადირებულ კასტასთან, რომელთაც მართლმადიდებლობა ისე ანაღვლებთ, როგორც ჯაღმაიძეს - პოლარული დათვების ბედი!"

ნანახია: (909)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას