logo.png

ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის დამფუძნებელი, თეიმურაზ ზაქრაძე თავის გვერდზე წერს:

 

"სომხეთი აზერბაიჯანის კონფლიქტი დაანთო მოსკოვმა.  

მოსკოვი საუკუნის მერე მეორდება. 

გეგმა ძველია.  
კონფლიქტის მხარეებს "მშიდობისმყოფელად" მოევლინება  და  წამოვა სრულიად კავკასიის დასაპყრობად.  1920 - 1921 წლების სცენარია ერთი ერთში.

რამდენად  გამოუვა ამ სცენარის გამეორება? 

საუკუნის წინ ამ სცენარს მსოფლიო წინ არ და ვერ  აღუდგა, უარესიც, კავკასია ევროპამ  აღიარა რუსეთის საკუთრებად. რასაც მოყვა მოსკოვის მიერ კავკასიის სრული ანექსია.

საუკუნის შემდეგ სიტუაცია კარდინალურად სხვანაირია. 

მოსკოვის პოლიტიკაზე ევროპა აღარ ხუჭავს თვალებს, მაგრამ მოსკოვს ჰყავს მთავარი მოკავშირე თეთრ სახლში და ტრამპის იმედით  პუტინი ცდილობს მსოფლიო აიძულოს აღიაროს  მოსკოვის  გავლენის სფეროები. 

ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, 

სანამ ტრამპი არის თეთრ სახლში მოსკოვი იქნება დიდ გულზე და ითავხედებს ყველგან  სადაც ხელი  მიუწვდება, ოღონდ  არის ერთი მომენტი,  ტრამპის არჩევნებამდე ჩქარობს და  არც  სამართლებრივი რესურსი   ყოფნის. ბელორუსი მოსკოვმა სამართლებრივად  წააგო. 

ლუკაშენკოს არალეგიტიმურად ცნობა მსოფლიოს მიერ ნიშნავს რომ რომც მოაწეროს ხელი ლუკაშენკომ რუსეთ ბელორუსის ერთიან სახელმწიფოს, მსოფლიო ამას არ აღიარებს. 

 ამჯერად  გადაწყვიტა სომხეთ აზერბაიჯანის  ომის ცეცხლის დანთება.

ანუ  აამუშავა  კავკასიური ნაღმი, 
"დამაშნი ზაგატოვკა" რაც  დიპლომატიურად წამგებიანია მოსკოვისთვის,  ოღონდ რადგან მაინც წავიდა ამ ნაბიჯზე  ეს ნიშნავს რომ ტრამპის მეორე ვადით არჩევის  დიდი იმედი აღარ აქვს და ამჯერად სამხედრო გზით ცდილობს პოზიციის დაფიქსირებას. 

ჩვენთვის ცუდია რაც ხდება,  უფრო ცუდია მოსკოვის მორჩილი უტიფარი ხელისუფლება რომ გვყავს."

ნანახია: (836)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას