logo.png

თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე თავის გვერდზე წერს:

"რამდენადაც ინფორმაციამ გაჟონა საპატრიარქოდან, რამდენიმე დღის წინ მღვდელმთავართა გარკვეული ნაწილი მივიდა პატრიარქთან და მოთხვეს მას გადადგომა ე.წ. ,,მოსაყდრე" შიოს გაპატრიარქების მიზნით. პატრიარქმა ჯვრის მონასტერში დაიბარა სრულად ყველა ეპისკოპოსი, თუმც, შემდეგ თავადვე აღარ მოინდომა მათთან შეხვედრა და გააუქმა.
   ,,მოსაყდრის" მომხრე ჯგუფმა კარგად უწყიან, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში გაუჭირდებათ თავიანთი კანდიდატის გაყვანა, ამიტომ უნდათ ეს მიაღწიონ თავად პატრიარქის სახელის გამოყენებით თავის სიცოცხლეშივე. სავარაუდოდ, ეს არის დავალება რუსეთის, ვინაიდან ხედავენ, რომ ,,მოსაყდრის" შანსები საკმაოდ მცირეა საპატრიარქო ტახტზე მოხვედრისა. გარდა ამისა, კარს მომდგარმა არჩევნებმა შეიძლება რადიკალურად შეცვალოს ქვეყნის კურსი პრორუსულიდან პროევროპულ გზაზე გადასვლით, რაც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს მ.შიოს შანსებს.
    საპატრიარქოში წინასაარჩევნოდ სიტუაციის არევა ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლებად შედის ხელისუფლების გეგმებშიც. ასე რომ, ამ ეტაპზე მას ტახტის სიყვარულთან ერთად ხელისუფლების მხარხაჭერაც ექნება მიუხედავად იმისა, რომ არც ივანიშვილს და არც ქართულ ოცნებას დიდად არ ეხატება გულზე არც პატრიარქი და არც მისი პოლიტიკა.
    კათოლიკოსისადმი გადადგომის მოთხოვნით ადრეც იყო ულტიმატუმი ისევდაისევ მოსაყდრის სასარგებლოდ...ეს ახალი არაა, ახლაც იგივე ჯგუფი აქტიურობს."

ნანახია: (1104)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას