logo.png

განცხადება❗

როგორც ვხედავთ აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს მიხეილ რამიშვილის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ფარგლებში მოხდა მისთვის ტელეფონის ჩამორთმევა და მიმდინარეობს ამ მობილურ ტელეფონში არსებული სხვადასხვა ინფორმაციის ამოღება.
საზოგადოება, იურისტები, ადვოკატები და მისი მეგობრები ე.წ. ლუპით ვაკვირდებით აღნიშნულ პროცესებსა და გამოძიებას. ჩვენი მიზანია ერთის მხრივ მივცეთ საშუალება გამოძიებას გამოიძიოს საქმე და დაადგინოს საქმეზე სიმართლე, ხოლო მეორეს მხრივ გამოძიებამ მკაფიოდ უნდა იცოდეს, როდესაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ადვოკატის მიმართ, მათ მოუწევთ დანის პირზე გავლა, რათა ოდნავადაც არ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციით, სიხლის სამართლის კანონმდებლობით და ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებული ადვოკატის უფლებები, ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობა, არ მოხდეს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლა და ასევე მისი ძირითადი საქმიდან ჩამოშორება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი და ადეკვატური.
22.09.2020.
ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

ნანახია: (716)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას