თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი თავის გვერდზე წერს:
"არსებობს ასეთი პოპულარული ფრაზა - "პატრიარქი ჩემთვის სიწმინდეა"! ამას ამბობენ და ცხოვრებაში არ წაუკითხავთ არც ბიბლია, არც ეკლესიის ისტორია, არც დიდი სჯულისკანონი, არც წმინდა მამათა შემოქმედებითი მემკვიდრეობა, არც საბჭოთა КГБ-ს ისტორია, არც პუტჩის მოვლენათა ქრონიკები და არც იმის აღიარება უნდათ, რომ ხარბი და ანგარებიანია ეს კრემლის ემისარი პირველიერარქი, რომელიც ოფიციალური მილიონერია და რომელსაც ბობოყვათში 35 000 000 ლარად შეფასებული რეზიდენცია აქვს, მარტო ერთი ქოთნის ხე 75 000 ევროდ, ხოლო ერთი ავტომობილი მაიბახი 1 200 000 ლარად ღირებული! ეს ხდება თან უღატაკეს ქვეყანაში, სადაც სტატისტიკის მიხედვით ყოველწლიურად 80 000-ზე მეტი ბავშვი შიმშილობს. ამას დავუმატოთ ტოტალური სიდუხჭირე მოსახლეობაში.
აქვე, დაუკვირდით უმეტესად რა კატეგორიის კონტინგენტი შეყარა სინოდსა და სამღვდელოებაში: პედოფილები, ჰომოსექსუალები, ბიზნესმენები, უწიგნურები, კონფორმისტები, რუსოფილები, მრუშები, ნარკომანები, მექრთამეები და ყველანაირი უმსგავსობის მკადრებელნი. და ამ ყველაფრის მერე ეს კაცი არის სიწმინდე? კი მარა როდის მოიქცა წმინდად? როცა პოლიტბიუროსა და ცეკას პირდაპირი ნებასურვილით პატრიარქად დაინიშნა? როცა ყველა სჯულის მიმდევრებთან არაერთგზის პანეკუმენისტურ თანალოცვასა თუ თანამწირველობაში შევიდა? როცა 1983 წელს დასახვრეტად გამზადებულ "თვითმფრინავის ბიჭებზე" და უდანაშაულო მღვდელზე სიტყვა არ დასცდენია? როცა 9 აპრილს როდიონოვის დირექტივა გაგვაცნო მიტინგზე და ადგილიდან მიიმალა? როცა პუტჩისტებს, მათ ხუნტასა და დანაშაულებრივ დაჯგუფებებს "ოპოზიცია" უწოდა და მოსკოვის დავალებით ლეგიტიმაცია მისცა? როცა შევარდნაძის კორუმპირებულ და კრიმინალურ ხელისუფლებას "ღვთის საჩუქარი" უწოდა და თეთრი მელას წინაშე ხალხი დააჩოქა? როცა სააკაშვილის მთავრობისგან 240 000 000 ლარი და უამრავი ქონება იჩუქა და მერე გადააგდო? როცა ივანიშვილთან ყველა არჩევნების წინ აუქციონი აქვს? როცა უამრავმა მოწმემ და მისმავე მიტროპოლიტმა მამათმავლობაში ამხილა, მან კი სავალდებულო თავის მართლების გარეშე (თუკი წმინდა და სუფთაა, აუცილებლად უნდა დაინტერესებულიყო ბრალდების გაბათილებით) ერთპიროვნულად და უკანონოდ დასაჯა მღვდელმთავარი, რომელსაც კანონიკური პროცედურების აღსრულების შესაძლებლობაც კი არ მისცა?
ამდენად, სირცხვილია ასეთი სიბეცე და თავის მოტყუება ხალხნო! ვინც რეალობას ხედავთ და არ იმჩნევთ, გამხელთ წმინდა წერილი: "პირ-ათქს და არა იტყვიან, თუალ-ასხენ და არა ხედვენ, ყურ-ასხენ და არა ესმის, ცხვირ-ასხენ და არა იყნოსენ, ხელ-ასხენ და არა განიხილვენ, ფერხ-ასხენ და არა ვლენან, არცაღა ხმობენ ხორცითა მათითა" (ფსალ. 113, 5-7).
P.S. სიწმინდის არცერთ კრიტერიუმს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II არ აკმაყოფილებს!"
ნანახია: (6590)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას