logo.png

თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე თავის გვერდზე წერს:

"სახარებისეული სიტყვების ჭეშმარიტება კიდევ ერთხელ წარმოჩინდება და დასტურდება ჩვენ თვალწინ. 
,,სმენით გესმოდეთ და არა გულისხმა-ჰყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ, რამეთუ განზრქა გული ერისაი ამის, და ყურთა მძიმედ ისმინეს და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისხმა-ჰყონ და მოიქცენ" (მთ.13.14-15).

     წლის დასასრული ახლოვდება და მიუხედავად მაქსიმალურად გაჭიანურებისა,პატრიარქი ვალდებულია სინოდის სხდომის მოწვევის (იხ. მოც.37; 1 მს.კრების მე-5 კანონი).
 ბრალდება, რომელიც მის წინააღმდეგაა წაყენებული,ისევ ძალაშია და ბრალმდებელი ნებისმიერ დროს მზად არის ბრალის დასამტკიცებლად საეკლესიო სასამართლოს ფორმატში.
      დიდი ალბათობით სინოდრიონის , დიახ, სინედრიონის სხდომას უშუალოდ საარჩევნო პერიოდს  დაამთხვევენ, როგორც მარტში იყო კორონას გამო ციებ-ცხელება და სწორედ მაშინ გამართეს კრება, სავარაუდოდ, იგივე მოხდება ახლაც. მიმდინარე საარჩევნო პროცესების დროს ნაკლებად არიან კონცეტრირებულნი საპატრიარქოზე და პატრიარქს ეს აწყობს. მიღებული გადაწყვეტილება, მისი გათვლით, ნაკლებად იქნება ყურადღებაგასამახვილებელი, მაგრამ ეს ასე არ მოხდება.
   დიახ, რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს, უმაღლესი ქურუმები (ეპისკოპოსების სახით) ვალდებულნი არიან სასამართლოს მოწვევის მოთხოვნით წარდგნენ პატრიარქის წინაშე და მეუფე პეტრესგან ბრალის დამტკიცება მოითხოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუნდაც განკვეთა ან ანათემირება, კიდევ ერთხელ  წარმოაჩენს პატრიარქისა და მასთან ერთად თითოეული ეპისკოპოსის სივერაგეს და პასუხისმგებლობა თანაბრად დაეკისრება ყველას ღვთისა და ერის წინაშე, როცა უკვე ყველასათვის აშკარა გახდება ის, რის საფუძველზეც მიტროპოლიტმა პეტრემ პირადად კათოლიკოსს ბრალი დასდო სოდომიის უმძიმეს ცოდვაში. შემდეგ უკვე ერი გადაწყვეტს, სჭირდებათ თუ არა სოდომისტი პატრიარქი და მისი ხელის დამფარე ეპისკოპოსები, რომლებიც ისევე იქნებიან პასუხისმგებელნი დანაშაულის დაფარვის გამო, როგორც ბრალდებული, ვინაიდან ბრძანებს წმ.წერილი: ,, არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, 
არცა საიდუმლოჲ, რომელი არა საცნაურ იყოს და 
ცხადად მოვიდეს” (ლკ.8.17).
    
    მიტროპოლიტ პეტრეს დასჯა ან დაუსჯელობა კიდევ ერთხელ  ცხადად წარმოაჩენს პირადად პატრიარქის ,,ღვთისმოყვარე" გულს. გამოსავალი არის მისი მიწვევა სასამართლოზე ბრალმდებლის სტატუსით. 
    არავის ეგონოს, რომ საარჩევნო პროცესების გამო საპატრიარქოსთვის ვერ მივიცლით. :) 
 
   პ.ს. არაფერს ვამბობ იმ მღვდლებზე, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ დიდია და ყველას ერთი პრობლემა აქვს, მხოლოდ და მხოლოდ კანონიკის გამო გაწერილი აუცილებელი მოხსენიება პირველი პირის.
    რა უნდა იყოს იმაზე მეტად საშინელი და დამამძიმებელი მღვდლისთვის, როცა მას ლოცვაში პირველი პირის მოხსენიება არ უნდა და ძლივს წარმოთქვამს მის სახელს (მხოლოდ კანონიკური წესის დაცვის გამო) და რა უნდა იყოს იმაზე მეტად დამამცირებელი პატრიარქისთვის, რომ თავი ასეთ დღეში ჩაიგდო და სამღვდელოების აბსოლუტურ უმრავლესობას მისი სახელის გაგებაც კი არ უნდა მისივე სიბინძურის, ქვეყნის მოღალატეობის,  უზნეობისა და გარყვნილი ცხოვრების გამო."

ნანახია: (724)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას