logo.png

თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე თავის გვერდზე წერს:

"449 წლის ეფესოს მეორე კრებაზე, რომელსაც, ასევე, ავაზაკთა კრებასაც უწოდებენ,  დიოსკორეს მოთხოვნით გადააყენეს ფლაბიანე და ევსევი. შემორჩენილია ცნობა, რომ რამდენიმე მიტროპოლიტი (ონისიფორე იკონიის, ეპიფანე პერგამოსის და სხვ) მუხლზე მთხვევით ევედრებოდნენ დიოსკორეს, არ დაეშვა ეპისკოპოსთა განყენება პრესვიტერის გამო. ამის სანაცვლოდ დიოსკორე ეძახის დაცვას და კრების მამებს აიძულებენ ხელი მოაწერონ დადგენილებას. არსებობს ცნობა, რომ ხელს აწერდნენ სუფთა ქაღალდებზე, სადაც შემდგომში ნებისმიერი რამის დაწერა შეიძლებოდა.
    საქართველოს საპატრიარქო გამახსენდა. აი, თურმე, საიდან აქვთ აღებული ცარიელ ქაღალდზე ხელის მოწერის მავნე ჩვეულება... 449 წლის ,,ავაზაკთა კრება" ყოფილა წინასახე საქართველოს ე.წ. წმ
სინოდისათვის. როგორც ამ კრებაზე განდევნეს მართალი ეპისკოპოსები, ასევე აკეთებს საქართველოს ეკლესიის სინოდიც. მართალი და აღმსარებელი მათ არ სჭირდებათ თავიანთ რიგებში და დევნიან მას. 
 არაუშავს, 449 ქლის კრებით არ დასრულებულა ევტიქის  საქმე და მისი წარმატება დროებითი იყო. იგი განსაჯა 451 წლის ქალკედონის მეოთხე კრებამ."

ნანახია: (985)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას