logo.png

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი თავის გვერდზე წერს:

"ვისაც სახარება წაგიკითხავთ, ვინც იცით ქრისტიანული მოძღვრების შესავალი, ვინც იცნობთ მოციქულთა ცხოვრებას, უბრალოდ დაუკვირდით და საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვა: ამ 46 მუქთახორა მღვდელმთავრიდან, რომელი ჰგავს იესო ქრისტეს და მის მოციქულებს? რომელი მათგანი ცხოვრობს სულიერად? რომელი იცავს ჭეშმარიტ იდეალებს, უპოვარებასა და სიწმინდეს? არცერთი!!! ისინი არიან მკრეხელი, ფლიდი, უბირი, არტისტი და სადუკეველი არსებები. ყველა მათგანი არის ყალბი და მატერიალისტი! თანაც ამ გაჭირვებულ, გაღატაკებულ ქვეყანაში, გაიაზრეთ და დაინახეთ სიმართლე, რომ ეს ვიგინდარები ჩვეულებრივი მაფიოზები და ავაზაკები არიან! შეხედეთ: გერასიმეს, გრიგოლს (ბერბიჭაშვილს), დიმიტრის (შიოლაშვილს), იაკობს, შიოს, იობს, დანიელს, ანანიას, ანტონს და მათ უღმერთო კოლეგებს, ამ ფულის ხამებს, მონასტრები, რომ მონების სავანეებად აქციეს და ეკლესიები კი ფულის საამქროებად. სწორედ ასეთი ჰედონისტი, გათახსირებული და პატივმოყვარე ფსევდო სასულიერო პირები გამოყარა იესომ ტაძრიდან, როცა საბელით შოლტი დაწნა და მეკერმეებს დახლები აუყირავა... 

ამიტომაც ვართ ამ ჭაობში ერიც, სახელმწიფოც და საზოგადოებაც, ეს ქრისტეს ჯვარმცმელები და КГБ-ს ორგანული ხარჭები, რომ დავისვით თავზე და ეს პოლიტიკური ელიტებიც ამ გაზულუქებულ საპატრიარქოსა და მილიონერ მღვდელმთავრებს ენის მოჩლექით, რომ ელაქუცებიან დივიდენდებისთვის..."

ნანახია: (944)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას