logo.png

ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე თავის გვერდზე წერს:

"ბევრს ეეჭვება განიხილებოდა თუ არა ქალთა ემანსიპაციის საკითხი ძველ საქართველოში, უფრო ისინი შოთას გაცვეთილი არგუმენტების ამარა რომ არიან.

ნიკოლოზ კათალიკოსი: მოკეტოს ყველამ (დაიყავნ პირი ყოვლისა), ვინც აკნინებს ქალთა სქესს (დედათა ბუნებას)
აგრეთვე მნიშვნელოვანია ამ ხანაში ძალიან პოპულარული ,,დედალი ორბის" მეტაფორა, რომელიც მამრზე მაღლა დაფრინავს.
ამ ხანის პილიგრიმები საქართველოს  ,,დედაკაცთა მიწას" (Land faminic) ეძახიან.
ყველაზე მეტყველი მტკიცებულება კი მაინც ამ ეპოქის კანონმდებლობაა:
აფხაზეთის კათალიკოზთა სამართალი მამის მოკვლისთვის ხელის მოკვეთას აწესებს, ქალზე ძალადობისთვის კი თავის მოკვეთას, აფხაზეთის საკათალიკოზო ამით ფაქტობრივად ახორციელებდა ნიკოლაოზ კათალიკოზის პროგრესულ იდეას.

კათალიკოზთა სამართალი ერთი შეხედვით მკაცრია, მაგრამ შუა საუკუნეებში ქალთა ძალადობისაგან დაცვა მხოლოდ ასეთ უკიდურეს ზომებს შეეძლო.
მემგონი ახლაც საქართველოში შუა საუკუნეების ეს სამართალი გვჭირდება.

გიორგი ბრწყინვალის კანონმდებლობა 
აიძულებდა მოძალადე ქმარს სოლიდური ფულადი ჯარიმა გადაეხადა ცოლისთვის, იმის ნახევარი, რამდენიც მისი მოკვლის შემთხვევაში."

ნანახია: (994)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას