logo.png

თეოლოგი ვლადი ნარსია თავის გვერდზე წერს:

"მივესალმები მედიის ინტერესს რელიგიის სააგენტოს შავბნელი საქმიანობის სააშკარაოზე გამოსატანად. რელიგიის სააგენტო არის კორუმპირებული ქართული ოცნების ზუსტი ასლი. ცუდია, რომ  TV პირველის რეპორტაჟში სრულყოფილად არ იყო გაშუქებული სუსის როლი აღნიშნულ უწყებაში და დაკნინებული იყო მხოლოდ ერთი ოდეერის წარმოჩენით. ამ უწყების შეფი, უმაღლესი განათლების არმქონე და დიპლომის გამყალბებელი ზაზა ვაშაყმაძე 2014 წლამდე სუსის თანამშრომელი გახლდათ. დღეს, ამ უწყებაში 99 % სუსთან შეთანხმებული კანდიდატია და მისი დირექტივით ხელმძღვანელობს. ასეთ ვითარებაში რისი მომცემია მხოლოდ ერთ ოდეერზე საუბარი, როცა ყურადღების მიღმა რჩება სტრუქტურის არსებითი სიმახინჯე? 

დღეს სახელმწიფოში სააგენტო ასრულებს ფულის კეთების საბჭოური კანტორის ფუნქციას. მისი საქმიანობა ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობის პროცესში არ იწვევს არავითარ პოზიტიურ შედეგებს, პირიქით ნეგატიური ეფექტის მქონეა და ამას მოწმობენ საერთაშორისო ინსტიტუტების ანგარიშები. 

6 თვეში 125 მილიონი?  ეს ინფორმაცია საჯაროა და IDFI კვლევით დასტურდება? თუ ეს ასეა, სასწრაფოდ სააგენტოს ხილული და უხილავი მმართველების ქონებაზე  ჩასატარებელია ჟურნალისტური გამოძიება. მაგათთან ირაკლი სესიაშვილი აუზი რა სახსენებელია...   

ოქტომბერში წყევლად ქცეული ოცნებები უნდა დავასრულოთ!"

ნანახია: (1077)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას