მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა ეპისკოპოს ნიკოდიმოს მილაშისა და ვლადისლავ ციპინის მიხედვით
საეკლესიო სამართალში მიღებულია გავარჩიოთ მატერიალური და ფორმალური წყაროები სამართლისა. მატერიალურ წყაროებში იგულისხმება სამართლებრივი ნორმების შემოქმედი პიროვნებები და ინსტიტუტები. ფორმალურ წყაროებში კი ის დოკუმენტები და წერილობითი ძეგლები, რომელშიც გადმოცემულია ეს ნორმები.
საეკლესიო სამრთლის პირველწყაროდ გვევლინება ღვთის – ეკლესიის დამაარსებლის ნება. ის მოქმედებდა ეკლესიაში მისი შექმნისას და მასვე ემორჩილება ეკლესია „ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ ( მათ., 28, 20).
საღვთო განცხადება თავის თავში სრული სისავსით მოიცავს ჭეშმარიტებას ღვთისა და ადამიანის შესახებ. სარწმუნოების დოგმატები და ზნეობრივი მცნებები მთავარი და არსებითია განცხადებაში. მაგრამ, ამასთან ერთად, მოიცავს მაცხოვრის სწავლებას ეკლესიის წყობისა და აგებულების შესახებ, ასევე ეკლესიაში მშვიდობისა და კეთილმოწესეობის უცილობლად დასაცავ მეთოდებზე, დარღვეული საეკლესიო წესრიგის აღდგენის საშუალებებზე. ქრისტეს სწავლების ეს მხარე სამართლებრივ ხასიათს ატარებს. სამართლებრივი მცნებები მაცხოვრისა და დადგენილებები, ღვთივსულიერი მოციქულების მიერ გადმოცემული ეპისტოლეებში (ამის შესახებ უფრო დაწვრილებით წერს, იხ. ნიკოდიმ მილაში, გვ. 40- 41). ეს მცნებები ახალი აღქმის წიგნებში არის გადმოცემული, და როგორც ღვთის ნების განცხადება, ის საყოველთაოა, უცვლელი სრულიად ეკლესიისთვის და შეადგენს მის ძირითად კანონებს.
ასეთია მცნებები
მოციქულთა მსახურების შესახებ:
„ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მათ., 18, 18); „უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“ (იოან., 20, 23);
მოციქულთა ურთიერთდამოკიდებულების შესახებ:
„ხოლო იგინი დუმნეს, რამეთუ ურთიერთას იტყოდეს გზასა ზედა, ვითარმედ: ჩუენგანი ვინ-მე უდიდეს იყოს? ( მარკზ., 9, 34);
ნათლობისა და ევქარისტიის შესახებ:
„რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს “(მარკზ., 16, 16); „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“ (მათ., 28, 19); „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (იოან., 3,5); „და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს მიცემული; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებლად ჩემდა“ (ლუკ., 22, 19); „რამეთუ მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე ღამესა მას რომელსა მიეცემოდა, მოიღო პური. ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ; ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს განტეხილი; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ეგრეთვე სასუმელი იგი შემდგომად სერობისა, და თქუა: ესე სასუმელი ახალი რჩული არს სისხლისა ჩემისაჲ; ამას ჰყოფდით, რაოდენ-გზისცა სუმიდეთ, ჩემდა მოსაჴსენებელად“ (1 კორ., 11, 23-25.);
ქორწინების შესახებ:
„ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა“ (მათ., 5, 33); „მაშინ მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლისათჳს ბრალისა? (მათ., 19, 3.);
ფიცის შესახებ:
„კუალად გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მისცე უფალსა ფიცი შენი“ (მათ.,5, 33.);
საეკლესიო სასამართლოს შესახებ:
„ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაჲ იგი შენი.. ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ. ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაჲცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი. ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მათ., 18, 15-17);
სამღვდლო მსახურებისთვის ჯილდოს შესახებ:
„მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ნუ მიხუალთ სახლითი სახლად. და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ. და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ: აჰა ესერა მტუერი რომელ აღეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ. გეტყჳ თქუენ: სოდომელთა უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის“ (ლუკ., 10, 7-12); „ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლთა, ნუცა კეურთხსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა. რომელსა ქალაქსა ანუ დაბასა შეხჳდეთ, გამოიკითხეთ; ვინ ღირს იყოს, მუნ დაადგერით ვიდრე გამოსლვადმდე. და შე-რაჲ-ხჳდოდით სახლსა მას, მოიკითხეთ იგი და თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას!. და უკუეთუ სახლი იგი ღირს იყოს, მოვიდეს მშჳდობაჲ თქუენი მას ზედა; უკუეთუ არა ღირს იყოს, მშჳდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ. და უკუეთუ არავინ შეგიწყნარნეს თქუენ და არცა ისმინნეს სიტყუანი თქუენნი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ სახლით გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი“ (მათ., 10, 10- 15);
სახელმწიფო მმართველთან დამოკიდებულების შესახებ:
„აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა მიცემაჲ ხარკისაჲ კეისრისა ანუ არა? გულისჴმა-ყო იესუ უკეთურებაჲ მათი და ჰრქუა: რაჲსა გამომცდით მე, ორგულნო? მიჩუენეთ დრაჰკანი იგი ხარკისაჲ! ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი. ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი? ჰრქუეს მას: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და ესმა რაჲ ესე, დაუკჳრდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს“ (მათ., 22, 17-22); „ჯერ-არსა კეისრისა ხარკისა მიცემად ანუ არა? და ვითარცა გულისჴმა-ყო ზაკულებაჲ იგი მათი, ჰრქუა მათ: რაჲსა გამომცდით მე? მიჩუენეთ მე დრაჰკანი! ხოლო მათ უჩუენეს და ჰრქუა: ვისი არს ხატი და ზედაწერილი? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: კეისრისაჲ. და იესუ ჰრქუა მათ: აწ უკუე მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და ვერარაჲ პოვეს მისთჳს სიტყჳს-გებაჲ წინაშე ერისა მის. და უკჳრდა სიტყჳს-მიგებაჲ იგი მისი და დადუმნეს” (ლუკ., 20, 22-26);
გარდა იმ მცნებებისა, რომელიც მაცხოვარმა მოგვცა, ახალი აღთქმის წმინდა წერილში არის სხვა მრავალი დადგენილებაც, რომელიც ეხება საეკლესიო სამართალს მოციქულთა მიერ გადმოცემული ქრისტეს მიერ ბოძებული ხელმწიფებით. ასეთი განწესებებია:
მღვდელთა დადგენის შესახებ:
„და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი, და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა“ (საქ., 14, 23); „ამისთჳს დაგიტევე შენ კრიტს შინა, რაჲთა ნაკლულევანი იგი განაგო და დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ხუცესნი, ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ“ (ტიტ., 1,5);
მათდამი მორჩილებისა და მოსმენის შესახებ:
„მოიჴსენენით წინამძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა, და ჰხედევდით გამოსლვასა მას ცხორებისა მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა. იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე. მოძღურებასა მრავალ-სახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ კეთილად მადლითა განმტკიცებულ ხართ გულთა და არა საჭმლითა, რომლითა ვერაჲ ირგეს, რომელნი ვიდოდეს მას შინა... დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღჳძებენ სულთა თქუენთათჳს, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ; რაჲთა სიხარულით ამას ჰყოფდენ და არა სულთ-ითქუმიდენ, რამეთუ არა ადვილ არს ესე თქუენდა“ (ებრ., 13, 7- 9; 17); „ეგრეთვე ჭაბუკნი დაემორჩილენით მოხუცებულთა; და ყოველთავე ურთიერთას მორჩილებითა სიმდაბლე შეიმოსეთ, რამეთუ ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“ (პეტრე მოციქულის პირველი ეპ., 5, 5);
ეკლესიის წარმომადგენელთა ვალდებულებებსა და ღირსებებზე:
„სარწმუნო არს სიტყუაჲ: უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს“ ( I ტიმ., 3, 1); „ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისათა “ (I ტიმ., 4, 14); „ჴელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხჳსა ცოდვათა; თავი შენი წმიდად დაიმარხე“ (I ტიმ., 5, 22); „რომლისათჳს მოგაჴსენებ შენ განცხოველებად მჴურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა ჴელთა ჩემთაჲთა“ (II ტიმ., 1, 6); „ამისთჳს დაგიტევე შენ კრიტს შინა, რაჲთა ნაკლულევანი იგი განაგო და დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ხუცესნი, ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ“ (ტიტ.,1, 5); „ხუცესთა მათ თქუენ შორის ვჰლოცავ, ვითარცა თანა-ხუცესი და მოწამე ვნებათა ქრისტესთაჲ, და მერმისა მის გამოჩინებადისა დიდებისა ზიარი; მწყსიდით თქუენ შორის სამწყსოსა მას ღმრთისასა“ ( I პეტრ., 5, 1);
დიაკონთა შესახებ:
„დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორისმეტყუელ, ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინელ, აქუსმცა საიდუმლოჲ იგი სარწმუნოებისაჲ წმიდითა გონებითა. და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან (Iტიმ., 3, 8-10);
მსახურთა უზრუნველყოფის შესახებ:
„ანუ მე ხოლო და ბარნაბას არა გუაქუს ფლობაჲ საქმედ? ვინ-მე სადა საგრობნ თჳსითა საგზლითა? ვინ დაასხის ვენაჴი და ნაყოფისა მისისაგან არა ჭამის? ანუ ვინ მწყსინ სამწყსოსა და სძისა მისგან სამწყსოთაჲსა არა ჭამის? ანუ კაცობრივ-მე ნუ ვიტყჳ ამას? ანუ არა შჯულიცა ამასვე იტყჳსა? რამეთუ შჯულსა მოსესსა წერილ არს: არა შეუკრა პირი ჴარსა მლეწველსა. ნუუკუე ჴართაჲ რაჲმე ეურვებოდა ღმერთსა? არამედ ჩუენთჳს სამე იტყჳს, რამეთუ ჩუენთჳს დაიწერა. რამეთუ სასოებით თანა-აც ჴნვაჲ მჴნველსა მას, და რომელი-იგი ლეწავნ სასოებითა მითვე, შეკრებაჲ სასოებით. უკუეთუ ჩუენ სულიერი დავსთესეთ თქუენ შორის, დიდ-მე რაჲ არსა, თქუენგან თუ ჴორციელი მოვიმკოთ ჩუენ? უკუეთუ სხუანი ჴელმწიფებჲსაგან თქუენისა მიღებენ, არა-მე უფროჲსღა ჩუენდა? არამედ არა ვინებეთ ჴელმწიფებაჲ ესე, რამეთუ ყოველსავე დავითმენთ, რაჲთა არა დაბრკოლებაჲ რაჲმე ვსცეთ სახარებასა მას ქრისტესსა. არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ბაგინსა ჰმსახურებენ, ბაგინისაგან ჭამიან? და რომელნი საკურთხეველსა წინაშე დგანედ, საკურთხეველისაგან ნაწილი განიღიან? ეგრეთცა უფალმან ბრძანა, რომელნი-იგი სახარებასა მიუთხრობენ, სახარებისაგან ცხორებაჲ“ (I კორ., 9, 6-14); „უკუეთუ ვინმე მორწმუნე ესუას ქურივთა, იგი კმა-ეყავნ მათ და ნუ დაუმძიმებედ ეკლესიასა, რაჲთა სხუათა ქურივთა კმა-ეყოს. რომელნი კეთილად ძღოდიან ხუცესნი, ორის ნაწილის პატივის ღირს იყვნედ, უფროჲს ხოლო რომელნი შურებოდიან სიტყჳთა და მოძღურებითა“ (I ტიმ., 5, 16-17)
საჩივრები მღვდელმსხურებზე:
„ხუცისათჳს შესმენასა ნუ თავს-იდებ, გარნა ორითა და სამითა მოწამითა“;
ღვთისმსახურების შესახებ:
„ერთშაბათად-ერთშაბათად კაცად-კაცადი თქუენი თჳს თანა დაიკრებდინ და იუნჯებდინ, რაჲცა-იგი განემარჯოს, რაჲთა არა, ოდეს მოვიდე, მაშინღა იქმნას შეკრებაჲ“ (I კორ., 16, 2); „უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა. და ლოცვა მან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას“ (იაკობ მოციქულის ეპისტოლე, 5, 14-15);
დამნაშავეთა მიმართ დამოკიდებულების შესახებ:
„მოვწერე თქუენდა წიგნსა ამას შინა: ნუ თანა-აღერევით მეძავთა; და არა თუ ყოველთა მეძავთა ამის სოფლისათა, გინა ანგაჰრთა, გინა მტაცებელთა, გინა კერპთ-მსახურთა; უკუეთუ არა, თანა-გაც სამე სოფლით გამოსლვაჲ. ხოლო აწ მივწერე თქუენდა: ნუ თანა-აღერევით, უკუეთუ ვინმე ძმაჲ სახელდებულ იყოს მეძავ ანუ ანგაჰრ, გინა კერპთ-მსახურ, გინა მაგინებელ, გინა მომთრვალე, ანუ მტაცებელ; ესევითარისა მის თანა არცაღა ჭამად. რამეთუ რაჲ ძეს ჩემი და გარეშეთა მათ განკითხვაჲ? ანუ არა შინაგანნი იგი თქუენ განიკითხნეთა? ხოლო გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს; და მოსპოთ უკეთური იგი შორის თქუენსა“ (I კორ.,5, 9-13); „და რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთაჲსა ამხილე, რაჲთა სხუათა მათ ეშინოდის“ (I ტიმ, 5, 20);
ქორწინების შესახებ:
„ხოლო რომლისათჳს-იგი მოსწერეთ ჩემდა, უმჯობეს არს კაცისა დედაკაცისა შე-ვე არა-ხებაჲ. ხოლო სიძვისათჳს, კაცად-კაცადსა თჳსი ცოლი ესჳნ, და თჳთეულსა თჳსი ქმარი ესჳნ. ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეთცა ცოლი - ქმარსა. ცოლი თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი; ეგრეთცა და ქმარიცა თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი. ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაჲმე, ჟამ რაოდენმე, რაჲთა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად; და კუალად ურთიერთასვე იყვენით, რაჲთა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა. ხოლო ამას ვიტყჳ შენდობით, არა თუ ბრძანებით. რამეთუ მნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად, ვითარცა თავი ჩემი; არამედ კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს ღმრთისაგან, რომელსამე ესრეთ და რომელსამე ეგრეთ.
ვეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: კეთილ არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე. ხოლო უკუეთუ ვერ დაითმენენ, იქორწინნედ; რამეთუ უმჯობეს არს ქორწინებაჲ, ვიდრე განჴურვებაჲ. ხოლო ქორწინებულთა მათ ვამცნებ არა მე, არამედ უფალი: ცოლსა ქმრისაგან არა განშორებად. ხოლო უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქორწინებელად, გინა ქმარსავე დაეგენ; და ქმარი ცოლსა ნუ დაუტევებნ. ხოლო სხუათა მათ ვეტყჳ მე, არა უფალი: უკუეთუ ძმასა ვისმე ესუას ცოლი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტეობნ ცოლსა მას. და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტევებნ ქმარსა მას. რამეთუ განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმინდების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა“ (I კორ., 7, 1-14); „არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფეაბჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად, ვითარცა სხუათა მათ მოციქულთა და ძმათა უფლისათა და კეფას (I კორ., 9, 5); „ეგრეთვე ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, რაჲთა დაღათუ ვინმე ურჩ არიან სიტყჳსა მის, დედათა სლვისა მისგან თჳნიერად სიტყჳსა შეიძინნენ“ (I პეტ.,3, 1); „ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა. რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ“ (ეფეს., 5, 22-23)
სახელმწიფო მმართველებთან დამოკიდებულებაზე:
„ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან. ამიერითგან რომელი ადგებოდის ჴელმწიფებასა, ღმრთისა ბრძანებასა ადგების. ხოლო რომელნი-იგი ადგებოდიან, თავისა თჳსისა საშჯელი მიიღონ. რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილის მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთა. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაჲ მისგან, რამეთუ ღმრთის მსახური არს შენდა კეთილისათჳს. ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს; რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა, რისხვისათჳს შურის მეძიებელ ბოროტის მოქმედთათჳს. ვინაჲცა ჯერ-არს დამორჩილებაჲ არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ გონებისათჳსცა იჭჳსა. ამისთჳს ხარკსაცა მისცემდით, რამეთუ მსახურნი ღმრთისანი არიან, ამისთჳსცა მოღუაწებასა განკრძალულ არიან. მისცემდით უკუე ყოველთა თანა-ნადებსა: სახარკოსა - ხარკი, საზუერესა - ზუერი, საშინელსა - შიში, პატივსა - პატივი“ (რომ.,13, 1-7): „გლოცავ უკუე ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანის-ცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათჳს, მეფეთათჳს და ყოველთა მთავართა, რაჲთა მშჳდობით და მყუდროებით ვცხონდებოდით ყოვლითა ღმრთის მსახურებითა და სიწმიდითა“ (I ტიმ., 2, 1-2); „მოაჴსენებდ მათ მთავრობათა და ჴელმწიფეთა დამორჩილებად და სარწმუნო-ყოფად და რაჲთა ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმზადებულ იყვნენ“ (ტიტ., 3, 1)
სხვა სარწმუნოების აღმსარებელთა მიმართ დამოკიდებულების შესახებ:
„მოვწერე თქუენდა წიგნსა ამას შინა: ნუ თანა-აღერევით მეძავთა; და არა თუ ყოველთა მეძავთა ამის სოფლისათა, გინა ანგაჰრთა, გინა მტაცებელთა, გინა კერპთ-მსახურთა; უკუეთუ არა, თანა-გაც სამე სოფლით გამოსლვაჲ. ხოლო აწ მივწერე თქუენდა: ნუ თანა-აღერევით, უკუეთუ ვინმე ძმაჲ სახელდებულ იყოს მეძავ ანუ ანგაჰრ, გინა კერპთ-მსახურ, გინა მაგინებელ, გინა მომთრვალე, ანუ მტაცებელ; ესევითარისა მის თანა არცაღა ჭამად. რამეთუ რაჲ ძეს ჩემი და გარეშეთა მათ განკითხვაჲ? ანუ არა შინაგანნი იგი თქუენ განიკითხნეთა? ხოლო გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს; და მოსპოთ უკეთური იგი შორის თქუენსა“ (I კორ., 5, 9-13).
წმინდა წერილში დაცული მცნებები, ასევე ის მცნებები, რომელიც არ წერია წერილში, მაგრამ თავიდანვე ინახებოდა როგორც განცხადებული ჭეშმარიტება, როგორც წმინდა გარდამოცემა, შეადგენს საეკლესიო კანონონმცოდნეთა ტერმინით ღვთის სამართალs (jus divinum).
მაშასადამე, საღვთო სამართალის სფერო არ შემოიფარგლება სამართლებრივი ნორმებით, რომელიც გადმოცემულია წმინდა წერილში. ამასთანავე, მოციქულთაგან სიტყვიერად გადმოცემულმა კანონებმა შემდგომში წერილობითი სახე მიიღო (მოციქულთა სწავლებებში, მოციქულთა შემდგომ მამათა სწავლებებში, საეკლესიო კრებების დადგენილებები). ესეც ასევე წარმოადგენს საეკლესიო სამართალს.
ზოგიერთი საეკლესიო სამართალმცოდნე, საღვთო სამართლის სფეროს საზღვრავს ისეთი ნორმებით, რომელიც წარმოადგენს აბსოლუტურად უცვლელ ხასიათს. ასეთი თვალთახედვით, ყველა სამართლებრივი მცნება, რომელიც შესულია წმინდა წერილში, არ გამოირჩევა საღვთო სამართლის ავტორიტეტულობით. ა. ს. პავლოვი აღნიშნავდა: „რომელი კრიტერიუმი უნდა მივიღოთ, რათა უშეცდომოდ იმსჯელო იმის შესახებ, საეკლესიო საზოგადოებრივი ცხოვრების კანონებიდან რომელი არის შესული წმინდა წერილში, რომელი განეკუთნება (jus divinum) ღვთის სამართალს და რომელი არა?! ასეთ კრიტერიუმად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მკაფიოდ გამოთქმული მსოფლიო საეკლესიო ცნობიერება, რომ კონკრეტული კანონი ან დადგენილება სათავეს იღებს ღვთის ნებიდან, და არ არის განკარგულება, მხოლოდ კონკრეტული ეკლესიაში გარემოებისგან გამოწვეული ვითარების გამო.”
მაგალითისთვის მას მოჰყავს მოციქულ პავლეს კანონი: „ჯერ-არს ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ“ (1 ტიმ.,3, 2) და ადარებს მას საეკლესიო სამართლის მოქმედ კანონს ეპისკოპოსის უქორწინებლობის აუცილებლობის შესახებ. ის, რომ მოციქულის ეს სწავლება მოქმედ ნორმად არ დარჩა ეკლესიის მთელი ისტორიის განმავლობაში, თავის წარმომავლობას უნდა უმადლოდეს ვითარებას, რომელიც არსებობდა ადრეული პერიოდის ეკლესიაში. ეს საკითხი ა. ს. პავლოვს ღვთის სამართლის გარეთ გააქვს.
მაგრამ, რამდენად შესაძლებელია, არ იყოს შეყვანილი საღვთო სამართალში ის სწავლებები, რომელთა წარმომავლობა, მართალია, ღვთის ნებიდან მომდინარეობს, მაგრამ უცვალებელ თვისებას არ ატარებს, არამედ გამოწვეულია დროის გარკვეული ვითარებით. ეს იქნებოდა ძალადობა ლოგიკაზე. საკითხი სამართლის ნორმების ცვალებადობის შესახებ საჭიროა განვასხვაოთ მათი წარმომოშობის წყაროსაგან.
ნორმის უცვლელობა არ შეიძლება ჩაითვალოს მიუსადაგებელ კრიტერიუმად საღვთო სამართალთან მიმართებით. ერთი მხრივ, ღვთის ნება გამოსჭვივის ჩვენი დროებითი საჭიროებების მზრუნველობაზე, ხოლო სხვა მხრივ, მოციქულთა კანონების ცვალებადობა, ე. ი. საღვთო წარმომავლობისა (რადგან მოციქულთა წერილობითი წყაროები ჩვენთვის წარმოადგენს ავტორიტეტს სრულიად სანდო, ავთენტურ საგანძურს საღვთო სწავლებისას) არ იგივდება მათ გაუქმებასთან.
რა იყო პროფესორ პავლოვის მიერ მოტანილი კანონის -- ეპისკოპოსთა ერთხელ ქორწინების ნორმის დადგენის მიზანი? ის აუცილებლად ეპისკოპოსის ცოლის მოყვანას კი არ მოითხოვს, არამედ მეორედ ქორწინებას უკრძალავს ეპისკოპოსს. ამიტომ შემდეგში ეკლესიაში დადგენილი კანონი ეპისკოპოსთა უქრწინებულობის შესახებ, კი არ არღვევს, არამედ ავსებს მოციქულთა სწავლებას, შემოაქვს ახალი, უფრო მკაცრი პირობა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საეპისკოპოსო კანდიდატი, და ხელშეუხებლად ტოვებს მოციქულთაგან მომავალ კანონს, ეპისკოპოსთათვის მეორედ ქორწინების აკრძალვის შესახებ.
საღვთო სამართლის ნორმები თავისი ერთობლიობით არ წარმოადგენს საკანონმდებლო კოდექსს, რომელიც განსაზღვრავდა ეკლესიის ცხოვრების მთელ წყობასა და წესრიგს. ისინი ემსახურება პირველდამფუძნებლობას (დასაბამიერობას), უმაღლეს საწყისს და თავად ეკლესიის კრიტერიუმებს.
ნანახია: (1706)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას