დღეს, 1 სექტემბერია იულიუსის კალენდრით, საეკლესიო ახალი წელი, დაწყება ინდიქტიონისა
ამ დღეს წარმოსთქვა პირველი ქადაგება უფალმა: ''და მოვიდა ნაზარეთად, სადაცა აღზრდილ იყო, და შევიდა, ვითარცა ჩუეულ იყო იგი, დღესა შაბათსა შესაკრებელსა მათსა, და მოსცეს მას წიგნი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ. და აღდგა კითხვად და განყო წიგნი იგი და პოვა ადგილი, რომელსა წერილ იყო: სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა, და ქადაგებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული'' (ლკ.4.16-19).
საეკლესიო გარდამოცემით, ამ დღეს გაჩერდა ნოეს კიდობანი მთაზე და წყალმა იწყო კლება, ამ დღეს მისცა ღმერთმა 10 მცნება მოსეს ქორების მთაზე, ამ დღეს დაიდგა სკინია(თანა ყოფნა ღმრთისა კაცთა თანა) სიონის მთაზე, ამ დღეს იკურთხა სოლომონის ტაძარი, ამ დღეს შედიოდა მღვდელმთავარი წმიდათაწმიდათაში წელიწადში ერთხელ. ამ დღეს გაიმარჯვა კონსტანტინე დიდმა მაქსცენტიუსზე და შეწყდა ქრისტიანთა დევნა. ახალი წლის ეს დღესასწაული პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე იქნა დაწესებული.
''ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწადისა სიტკბოებითა შენითა უფალო, დაიცვენ სამწყსოი შენი, რომელნი გევედრებიან ღვთისმშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა''.
გილოცავთ ქრისტიანებს!
მოამზადა გელასი აროშვილმა
ნანახია: (1334)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას