logo.png

ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე თავის გვერდზე წერს:

"მოზვრების მსხვერპლშეწირვა კათალიკოზ ილიასთვის დამახასიათებელი შემთხვევითი მოვლენა სულაც არაა, იგი ,,საგვარეულო კავშირებსაც" ქმნიდა და ხევისბერებთანაც თანამსახურებდა, მოკრძალებულად, მაგრამ მაინც ქმნიდა ე. წ. პატრიარქის მხედრობებსაც და ა. შ.
შეიძლება ითქვას, რომ მისი იდეალი არა ფეოდალური, არამედ კიდევ უფრო ძველი - გვაროვნული ხანაა, რაც სიმპტომატურია, ფეოდალურ მოდელში საერო და სასულიერო ხელისუფლება უკვე დიფერენცირებულია, გვაროვნულ ხანაში კი ერთიც და მეორეც ქურუმის ხელშია, საპატრიარქოს იდეოლოგები ცდილობენ პატრიარქის ეს ხარბი ლტოლვა საერო ძალაუფლებისკენ ბიბლიური სიმბოლოებით მოთარგმნონ, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, როცა დავით ქვლივიძე (იერუ)შალემის ბიბლიურ მეფესა და მღვდელს - მელქისედეკს პატრიარქის პრეფიგურაციად სახავს, მთელი სიმართლე თუ გნებავთ, პირდაპირ ნათქვამი სიმართლე, ილიას მეფობა უნდა, ამიტომ ათასი ჯურის უზურპატორივით ეს თავისნათქვამა კაციც თხზავს ლეგენდებს თავისი სამეფო გვარიდან წარმოშობის შესახებ, ამიტომვე თავისი მიტრა ქიმებით შეამკო და სამეფო გვირგვინს დაამსგავსა, როგორც ამბობენ იმის ნიშნად, რომ ,,ქართველ მეფეთა გვირგვინს იცავს".

ამ სწრაფვაში მას თანამედროვე სამყარო უშლის ხელს, რომელმაც ადამიანი პიროვნებად აქცია, არადა ილია მათ უკეთეს შემთხვევაში გუდანის ჯვრის უნჯ ყმებად მიიჩნევს, ქედზე რომ ჯაჭვი უნდა დაიდონ ხევისბერისადმი მონობის ნიშნად, ამიტომ იგი ცდილობს ,,გაბრწყინებული ივერიის", ,,საგვარეულო კავშირების" და მისთანა კოლექტივისტური პროექტებით როგორმე ჩაანაცვლოს ინდივიდი კოლექტივით, კერძოს უგულებელყოფით მიაღწიოს ზოგადის ფიქციას. 
ამისათვის მისი საეკლესიო პოლიტიკის მთავარ ხაზად აქცია იზოლაციონიზმი, (მის ენაზე ,,ზღუდენი იერუსალემისანი"), საბას ,,ბერად შემდგარი მელასავით" ცდილობს გარეთ მდგომი ადამიანები თავისი წმინდა ბუნაგის ჯურღმულში შეიტყუოს, სადაც მხოლოდ იგი იქნება როგორც თავად ამბობს ხოლმე ,,მზიანი ღამე"."

ნანახია: (1133)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას