logo.png

თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე თავის გვერდზე წერს:

",,მოწყალე" პატრიარქი კადრს მიღმა: 
  1. ილარიონ სამხარაძეს 1975 წლის 24 მაისს ხელი დაესხა ეპისკოპოსად,1978 წლის 27 ივლისს წმინდა სინოდის დადგენილებით ფსიქიკური ავადმყოფობის გამო ეპისკოპოსი ილარიონი მღვდელმთავრის ხარისხის შენარჩუნებით განთავისუფლებულ იქნა ბოდბის ეპარქიის მმართველობიდან და გამოყვანილ იქნა წმიდა სინოდის შემადგენლობიდან. გარდაიცვალა 2016 წლის 5 დეკემბერს, დაკრძალულია მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის გალავანში. გარდაცვლილს პატრიარქმა ილიამ აღუდგინა სამღვდელმთავრო ხარისხი.
 
2. გაიოზ კერატიშვილს 1972 წლის 27 მარტს ეფრემ მე-2 ხელი დაასხა ეპისკოპოსად. 1978 წლის 25 მაისს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ მიტროპოლიტი გაიოზი დააპატიმრეს საეკლესიო ქონების მითვისების ბრალდებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე ალექსანდრე ალადაშვილის თავმჯდომარეობით მიტროპოლიტ გაიოზს მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია. 1979 წლის სინოდის განჩინებით ჩამოერთვა მღვდელმთავრის ხარისხი და დაიყვანეს ერისკაცის რანგში. გასამართლების შემდეგ სასჯელის მოსახდელად გააგზავნეს დაღესტანში, საიდანაც მიხეილ გორბაჩოვის მიერ მიღებული ამინისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს 1989 წელს, 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ. გარდაიცვალა 2016 წლის 19 მარტს, თბილისის ერთ-ერთ კარდიოლოგიურ კლინიკაში გულის ოპერაციის შემდეგ. დაკრძალეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საკათედრო ტაძრის ეზოში. გარდაცვლილს პატრიარქმა ილიამ აღუდგინა სამღვდელმთავრო წოდება და ეპისკოპოსობის ხარისხი.

3.  შიო ავალიშვილს 1978 წლის 28 ივლისს კათოლიკოსმა ილიამ ხელი დაასხა ეპისკოპოსად. 1983 წელს სკანდალური წერილით მიმართა პატრიარქსა და სინოდს და მათ მამათმავლების შეფარებაში სდებდა ბრალს და მოითხოვდა ჰომოსექსუალების განკვეთას ეკლესიიდან, სანაცვლოდ კი 1986 წლის 24 ივნისს წმიდა სინოდმა მიტროპოლიტ შიოს ჩამოართვა ეპარქია და გაუშვა პენსიაზე.
მიტროპოლიტი შიო გარდაიცვალა 1991 წლის 25 მარტს. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.
 
4. ამბროსი ქათამაძეს 1979 წლის 13 აგვისტოს პატრიარქმა ილიამ ხელი დაასხა ეპისკოპოსად.  1991-1992 წლებში იგი აქტიურად უჭერდა მხარს ზვიად გამსახურდიას, 1992 წელს კი იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. 1994 წლის თებერვალში გროზნოში მან წესი აუგო საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. 1992 წლის 12 მაისს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა გაათავისუფლა ნიკორწმინდის ეპარქიის მმართველობიდან, ხოლო 1998 წლის 8 ოქტომბრიდან წმიდა სინოდის განჩინებით ჩამორთმეული ჰქონდა ბერობის ხარისხი და დაყვანილია ერისკაცობამდე.
მეუფე ამბროსი 2008 წლის 27 ნოემბერს საკუთარ ბინაში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს ( როგორც ამბობენ, საკუთარ ბინაში გაიგუდა ბუნებრივი აირით ისე ,  რომ ბინაში გაზი არ ჰქონდა შეყვანილი). დაკრძალულია შიომღვიმის მამათა მონასტერში.

5. ქრისტეფორე წამალაიძეს 1979 წლის აგვისტოში ილია მეორემ ხელი დაასხა ეპისკოპოსად. 1995 წლის 17 სექტემბერს წმიდა სინოდის განჩინებით გამოიყვანეს წმიდა სინოდის შემადგენლობიდან, ჩამოერთვა ეპარქია და აეკრძალა მღვდელმოქმედება. საკითხი კვლავ იქნა გადასინჯული 2000 წლის 14 დეკემბერს და მას ამჯერადაც აეკრძალა მღვდელმოქმედება. 
   რეალური მიზეზი, რის გამოც დაისაჯა, გახლავთ ის, რომ მეუფე ქრისტეფორე ამხელდა საპატრიარქოს მამათმავალთა ბანდას, რის გამოც იგი პატრიარქმა დასაჯა მღვდელმოქმედების აკრძალვით. ის არ დაემორჩილა განაჩენს და დღემდე აღასრულებს მღვდელმოქმედებას, ამის მიუხედავად საპატრიარქოს არ განუკვეთავს, კანონი კი ამას ავალდებულებს. როგორც ჩანს, ვერ ბედავს პატრიარქი ამის გაკეთებას, რადგან მისი შიში აქვს. მას ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს თავად კათოლიკოსის  ზღვარდაუდებელ სიბილწეებზე.

 6.  მამა თეოდორე ჩიხლაძე დახვრიტეს 1984 წლის 3 ოქტომბერს,  შეთითხნილი ბრალდებით თვითმფრინავის გატაცების ფაქტზე. საპატრიარქომ არ დაიცვა თავისი მღვდელი. პირიქით, განაჩენის გამოტანიდან მეორე დღეს, 1984 წლის 14 აგვისტოს, ილია მეორემ წერილი გაუგზავნა სსრკ -ს უმღლესი პრეზდიუმის თავმჯდომარეს, პავლე გილაშვილს, სადაც თვითმფრინავის გატაცებაზე დაკავებულთა სასჯელის შეცვლას ითხოვს მათი სიცოცხლის შენარჩუნებით. აღსანიშნავია ის, რომ პატრიარქი მათ პირდაპირ  მოიხსენიებს დამნაშავეებად.

 7. მამა ბასილ მკალავიშვილს 1994 წლის ბოლოს ( ან 1995 წლის დასაწყისში) მცხეთა-თბილისის ეპარქიის კრებაზე პატრიარქმა უსაყვედურა  ტელევიზიაში მიცემული ინტერვიუს გამო, სადაც მამა ბასილმა თქვა: ,,პატრიარქმა დაკარგა მოწამის გვირგვინი", ანუ სამხედრო გადატრიალების დროს მხარი დაუჭირა მხედრიონს და არა ეროვნულ ხელისუფლებას. ,,შენ წითელი გოჭი ხომ არ გგონია შენი თავი "? ამ სიტყვებით მიმართა  კათოლიკოსმა მას კრებაზე და უთხრა, რომ მხარს არავინ უჭერდა.  ამაზე მამა ბასილის პასუხი იყო, რომ მამა არჩილ მინდიაშვილი სრულად იზიარებდა მის შეხედულებებს, რაც მამა არჩილმა მაშინვე უარყო.  ფაქტს ადასტურებს მამა გიორგი სხილაძე.  1996 წელს ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ბასილ მკალავიშვილი მღვდელმსახურებიდან განკვეთა.

  8. მამა ბასილ კობახიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, თბილისის სასულიერო აკადემია, სტრასბურგის(საფრანგეთი) მარკ ბლოკის სახელობის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი. სწავლობდა  ათენის(საბერძნეთი) ეროვნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

1993 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აკურთხა დიაკვნად, ხოლო 1995 წელს-მღვდლად და დაინიშნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდა დავით აღმაშენებლის ეკლესიის  წინამძღვრად. იყო თბილისის სასულიერო აკადემიის პრორექტორი და საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი. 1997 წელს დატოვა ყველა თანამდებობა საერთაშორისო ქრისტიანული ორგანიზაციებიდან საქართველოს ეკლესიის გამოსვლის მიმართ პროტესტის ნიშნად. საქართველოს საპატრიარქოს პოლიტიკის საჯარო კრიტიკისათვის  2003 წლის 18 აგვისტოს მიეცა უკანასკნელი გაფრთხილება, ხოლო 2004 წლის 23 დეკემბერს აეკრძალა მღვდელმოქმედება.  2007 წელს, როგორც პროტესტის უკიდურესი ნაბიჯი, უარი თქვა მღვდლობაზე. რელიგიათმცოდნე.
  
     9. მამა გიორგი მამალაძე დეკანოზის ხარისხში 2010 წლის აგვისტოში აიყვანეს, აჭარაში ილია მეორის ვიზიტისას. ამ დროს ის 26 წლის იყო. ფოტოებით ირკვევა, რომ მამა გიორგი ხშირად ახლდა თან კათოლიკოს-პატრიარქს, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართულ მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. ილია მეორესთან მის ახლო ურთიერთობაზე სასულიერო პირებიც საუბრობენ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ასევე იკავებდა ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის დირექტორის თანამდებობას. ამ სკოლის მფლობელიც საქართველოს საპატრიარქოა.2016 წელს პატრიარქმა მამა გიორგი მამალაძე მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
მამა გიორგი, ასევე, სამშობიარო სახლის დირექტორი იყო და ხშირად ხვდებოდა პატრიარქს და ანგარიშს აბარებდა. ხელმძღვანელობდა საპატრიარქოს ფინანსურ განყოფილებას. ყველაფერი რომ კარგად წასულიყო, პატრიარქი მას ქობულეთის ეპარქიის შექმნასა და ეპისკოპოსობას პირდებოდა. დააკავეს 2017 წლის თებერვალში,,ციანიდის" სკანდალური საქმით, ბრალად ჯერ კათოლიკოსის, შემდეგ კი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ედება. არის უმძიმეს მდგომარეობაში, პარალიზებული აქვს მარჯვენა მხარე და ვერ ამოძრავებს კიდურებს. აკრძალული აქვს მღვდელმოქმედება, აკრძალული ჰქონდა ზიარებაც. არაოფიციალური დადგენილებით ყველა მღვდელს საპატრიარქოს მიერ აკრძალული აქვს მასთან შესვლა. 
   10. მიტროპოლიტ პეტრეს 2002 წლის 16 ივლისს  ხელი დაესხა ეპისკოპოსად, 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე  პატრიარქმა მას აუკრძალა მღვდელმოქმედება, ჩამოართვა ეპარქია, გამოიყვანა წმ
სინოდის შემადგენლობიდან და განამწესა მონასტერში სინანულისთვის. მიტროპოლიტი პეტრე ბრალს სდებს პატრიარქს სოდომიის ცოდვაში და დღემდე ითხოვს საეკლესიო სასამართლოს ბრალდების დასამტკიცებლად.

 11. მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია მეუფე პეტრეს ბრალდების მხარდაჭერისა და საპატრიარქოს კრიტიკის გამო 2019 წლის 12 დეკემბერს ეპისკოპოსმა გრ.კაციამ ეპარქიიდან გაათავისუფლა, ხოლო 2020 წლის 20 იანვარს ილია მეორემ აუკრძალა მღვდელმოქმედება.
  12. იღუმენია თამარ გამყრელიძეს მეუფე პეტრეს ბრალდების მხარდაჭერისა და საპატრიარქოს საჯარო კრიტიკის გამო პატრიარქის ბრძანებით  2019 წლის 16 დეკემბერს აეკრძალა ზიარების მიღება. 
     
 13. არქიმანდრიტ ათინოგენის ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსმა  გრ.კაციამ 2020 წლის 31 მაისს შეუჩერა მღვდელმოქმედება. მიზეზი აქაც მეუფე პეტრეს სიმართლის მხარდაჭერა გახდა, ვინაიდან მამა ათინოგენმა ვეღარ შეძლო მსახურებაში პატრიარქის მოხსენიება, რადგან იმავე საჩივრებით პატრიარქის მხრიდან შევიწროებული და დასტრესილი მამაკაცები მასთანაც იყვნენ მისულნი დახმარებისათვის.
    
   ეს არასრული ჩამონათვალია იმ ადამიანებისა, რომელთა შემთხვევებიც პატრიარქის ,,შემწყნარებლურ" ხასიათზე მიუთითებს."

ნანახია: (1423)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას