logo.png

თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე თავის გვერდზე წერს:

"საქართველოს საპატრიარქოს ვაი ეპისკოპატთა ნაწილის სიშლეგე იქამდეც კი მიდის, რომ პატრიარქის ,,დასაცავად" ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათ შორის წარმოუდგენელსაც კი კადრულობენ. 
     თითქოსდა პირველად გაიგეს პატრიარქის ჰომოსექსუალობა, თითქოსდა თავად არ ყვებოდნენ მის ,,სასიყვარულო" ისტორიებსა და პოზებს სხავადსხვა   დეტალში, თითქოსდა ზოგიერთი მათგანი სწორედ ამ ნიშნის მიხედვით არ იყოს გამორჩეული ეპისკოპოსად ან სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე.
    მათი სითავხედე იქამდეც კი მიდის, რომ ითხოვენ მოწმეთა ნახვას, თუ რა აქვთ სათქმელი. ყველა ამოწმებს, რომ პატრიარქი ჰომოსექსუალია, მაგრან მაინც მოწმეები სჭირდებათ და იცით, რატომ? იმიტომ , რომ შემდეგ მათ განეიტრალებაზე იზრუნონ, დააშინონ, დამოწმების გამო დაემუქრნონ და მეუფე პეტრე  ცილისმწამებლად წარმოაჩინონ. 
    ,,ჩემთვის არავის მოუმართავს ამ ბრალდებით", ირწმუნება ერთი, ეპისკოპოსად წოდებული, სინამდვილეში კი საკურდღლეთის/გინა საქათმის წარმომადგენელი  და გვერდს უვლის მეუფე პეტრეს საჯაროდ ნათქვამს, გვერდს უვლის ერთ-ერთი დაზარალებულის, გიორგი გელაშვილის საჯარო ინტერვიუს, სადაც ყველაფერს ყვება, რაც მას გადახდა თავს  პატრიარქთან. თითქოსდა მიტროპოლიტის ბრალდება არ იყოს საკმარისი საფუძველი იმისა, რომ დაინტერესდეს ამ საქმით  და მოითხოვოს საეკლესიო სასამართლო, არც ეს კონკრეტული მოწმე არ აინტერესებს და თავს იმით იმშვიდებს, რომ პირადად მისთვის არ მიუმართავთ :). არადა მიმართვაზე მეტია, რაც უკვე თითქმის 1 წელია პატრიარქის მისამართით ისმის.
    მეორე ეპისკოპოსი იმას მიმტკიცებს, რომ სინოდზე მეუფე პეტრეს პატრიარქის მიმართ მსგავსი ბრალდება არ წამოუყენებიაო, რაც აბსოლუტური სიცრუეა, მაგრამ დავუშვათ, რომ ასე მოხდა და სინოდზე ეს საკითხი არ დასმულა. სინოდიდან გამოსულმა მღვდელმთავარმა რომ პირდაპირ ეთერში განაცხადა ეს, ნუთუ ამან მაინც არ გაიძულათ, სასწრაფოდ შეგებრუნებინათ ის უკან და მოგეთხოვათ დამტკიცება? თან ისიც გასათვალისწინელია, რომ მეუფემ იმთავითვე სინოდზევე განაცხადა, რომ მეორე დღის 12 საათზე მოწმეებს (მრავალს და არა ერთს) მოიყვანდა. შესაბამისად,  მას  რომ ბრალდება არ წაეყენებინა პატრიარქზე, მოწმეთა მოყვანა რაში დასჭირდებოდა?  მაგრამ ამას როგორ გაბედავდნენ გადედლებული ,,მამები", ურჩევნიათ ასე გაწელონ დრო და შეინარჩუნონ სკამები, რადგან იციან რა, რომ მეუფე პეტრე დაამტკიცებს თავის ბრალდებას, თავადაც პასუხისმგებლობის ქვეშ აღმოჩნდებიან.
    1 წელი სრულდება თითქმის ამ ამბიდან და 1 წლის განმავლობაში 1 კაციც კი არ გამოჩნდა სინოდში, ვინც უზნეობაზე ხმას აიმაღლებდა. მე არ ვითხოვ, რომ მეუფეს დაუდგნენ გვერდით,  ან - პატრიარქს.  მე ვითხოვ იმას, რომ სჯულის კანონის აღსრულება მოითხოვონ და საქმე გამოიძიონ. როდემდე უნდა ილანძღებოდეს ივერიის უძველესი საყდარი ამ უღმერთოების გამო ? განა თითოეული მათგანის და, განსაკუთრებით, პატრიარქის მიზანი არ უნდა იყოს საქმის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება? მაგრამ არა, გადედლებული მამალი ვერასდროს ვერ შეძლებს დაყივლებას, რადგან დედლობამ მას უკვე თავისი დაღი დაასვა... ასეა აქაც, უზნეობით, უწიგნურებით, უხამსობით, სიბოროტითა და მამაძაღლობით განთქულ კრებულს არასდროს არ ექნება პრეტენზია სიწმინდესა და სისუფთავეზე.
      ზოგიერთი ვაი ეპისკოპოსი, მამლობას რომ იჩემებს, მაგრამ დედლობის კვალს მიუყვება, თავს იმით იმშვიდებს, რომ იმ კრებას არ ვესწრებოდი, როცა მეუფე პეტრე გაუშვესო, ანუ იმას კი არ ამბობს, რომ მეუფეს მოვთხოვდი დამტკიცებას და საქმეს მივცემდი მსვლელობასო, არამედ იმას, რომ  დადგენილებას ჩემი ხელწერა არ აქვსო. საქართველოს ეკლესიის  მართვა-გამგეობის დებულებაც კი არ აქვთ  წაკითხული ამ უვარგისებს. 
     მაინც სად შეიკრიბა ყველა ერთმანეთზე უარესი ,,ვაჟკაცი"? რომ მოინდომო და ძებნაში რკინის ქალამნები გაცვითო, ვერსად, ვერცერთ სამსახურში მსგავს სახეებს ვერ იპოვი. გულისამრევებიც კი აღარ არიან უკვე. ყველანაერ ზღვარს გასცდა მაგათი მზაკვრობა, დაწყობილი მიმიკებით, ნელი საუბრის მანერითა და სიარულის განსაკუთრებული თავისებურებით რომ ცდილობენ თავიანთი ,,სულიერების" წარმოჩენას."

ნანახია: (1742)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას