logo.png

თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე თავის გვერზე წერს:

"არაფერში არ ჩამოვრჩებით რომის ეკლესიას. იქ თუ 
პაპის უცდომელობაა, რომლის მიხედვითაც, ქრისტეს მიერ პეტრე მოციქულისადმი მიცემული პირობის საფუძველზე, პაპი დაზღვეულია შეცდომის დაშვებისაგან, როდესაც იგი თავისი თანამდებობრივი საქმიანობის შესრულებისას როგორც მწყემსი და მასწავლებელი ყოველი ქრისტიანისა, უმაღლესი სამოციქულო ძალაუფლების ძალით, განმარტავს სარწმუნოებრივ ან მორალურ საკითხებს, საქართველოს ეკლესიაში არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ნებისმიერი სასულიერო პირი სარგებლობს უცდომელობის სტატუსით, ანუ ჩვენ გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ვართ ამ მხრივ.
    და კიდევ, რომის ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, სასტიკი, გარყვნილი და უზნეო პერიოდი ბორჯიების საგვარეულოს მმართველობის დროა,  საქართველოს რეალობაში კი ის შიოლაშვილის მოდგმამ ჩაანაცვლა."

ნანახია: (824)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას