logo.png

თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილი თავის გვერდზე წერს:

"სანამ ჩემი ,,საეკლესიო დიქტატურის ანთოლოგია" ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება, იქამდე კიდევ ერთ ამონარიდს დავდებ დრაფტიდან. საქმე იმაშია, რომ პატრიოტთა ალიანსის ბოლო ქმედებების შემდეგ განსაკუთრებულად გააქტიურდა საუბრები ,,პოლიტიკურ მეხამრიდებზე". გაგიკვირდებათ და ამგვარი მეხამრიდები საკმაოდ წარმატებით შეიძლება არსებობდეს ,,დიქტატორულ ეკლესიაშიც." გთავაზობთ ნაწყვეტს ,,საეკლესიო დიქტატურის ანთოლოგიიდან: 
"ყოველგვარი ტიპის დიქტატორულ მმართველობას აუცილებლად სჭირდება სადამსჯელო ჯგუფები, რომლებიც მის იდეოლოგიურ მტრებს გაანადგურებენ. სახელმწიფოს შემთხვევაში ამგვარი ჯგუფების არსებობა მარტივად მოგვარებადია, თუმცა, რამდენადაც ასეთი რამ ეკლესიისთვის  უცხოა, აქ დამატებითი ელემენტების შემოტანაა საჭირო.
ადგილობრივი ეკლესიის ფორმიდან გამომდინარე, ყველაზე ეფექტური იქნება, თუკი ექსტრემისტული დაჯგუფებები ამავდროულად ეროვნულობის დამცველ ნიღაბსაც მოირგებენ, რამდენადაც, თავად ეკლესიის სტრუქტურა ასეთი მოქმედების ფართო არეალს იძლევა. მაგალითად შეიძლება 1833 წლის რუსეთი ავიღოთ, როდესაც, ნიკოლოზ I-ის განათლების მინისტრმა - სერგეი უვაროვმა, იმპერიის იდეოლოგია სამ სიტყვად ჩამოაყალიბა:
„’Православие, Самодержавие, Народность’ (მართლმადიდებლობა, თვითმპყრობელობა, ეროვნულობა). ისევე, როგორც რუსეთის მაშინდელი არმიის ლოზუნგი – ‘За Веру, Царя и Отечество,’ უვაროვის ეს ფორმულაც ერთგვარ პასუხსწარმოადგენდა ფრანგული რევოლუციის ლოზუნგზე – ‘Liberté, égalité, fraternité’ (თავისუფლება,თანასწორობა, ძმობა).“
თუკი ეკლესიის წიაღში ექსტრემისტული ჯგუფები შეიქმნება, საკუთარი მოქმედების შესანიღბად მან რელიგიის გარდა ორი დამატებითი მოტივი უნდა წამოწიოს წინ, შესაბამისად: ეროვნული და ზნეობრივი. ე.ი. რელიგია, ეროვნულობა და ზნეობის შეურყვნელი დაცვა, არის ერთი დიადი იდეა, რომლისადმი შეწინააღმდეგებაც აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. დანარჩენი უკვე რესურსებისა და მონდომების საკითხია. მთავარია ისაა, რომ სწორედ ასეთი ჯგუფების მეშვეობით უნდა კეთდებოდეს ეკლესიის ბუნებისათვის შეუფერებელი საქმეები (განსხვავებული აზრის დევნა, ბულინგი, თავისუფალი ხმის ჩახშობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა...), ხოლო, ამ დროს, ოფიციალური ისტებლიშმენტის მიერ კი საჯაროდ უნდა იყოს დაფიქსირებული, რომ ისინი ღიად ემიჯნებიან ამგვარ რადიკალურ ჯგუფებს, კულუარულად, კი ყველანაირად უნდა უწყობდნენ ხელს მათ ,,განვითარებას."
#საეკლესიოდიქტატურისანთოლოგია 2"

ნანახია: (705)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას