რუსული ეჭვები ქართული ეკლესიის მისამართით
მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა საქართველოს საპატრიარქოს წერილი ამანში წასვლაზე უართან დაკავშირებით, რუსეთის საეკლესიო საიტები წაილეკა ქართული ეკლესიის საწინააღმდეგო კომენტარებით.
ქვემოთ გთავაზობთ ერთი ასეთი საეკლესიო საიტის - https://spzh.news/ru-ს იუზერთა ჯგუფის მოსაზრებებს. განსჯა მკითხველისათვის მიგვინდვია:
მსჯელობას იწყებს იუზერი „ალექსი“:
-როგორი მსხვრევაა ილუზიების! ეს რა ბოძი წაგვექცა! ეტყობა, ვერ შევაფასეთ ეკლესიის კვდომის მასშტაბები!
პასუხობს იუზერი „ალექსანდრე“:
-რომელი ბოძი - იუდევლობის?
(იუზერი აქვეყნებს საქართველოს პატრიარქის სურათს, სათანადო წარწერით, რომელსაც აქვე გთავაზობთ.)
შემოდის იუზერი „ალექსანდრ ომელიჩი“:
- ალბათ აფხაზეთის გამო აქვს გულში წყენა ჩარჩენილი! ეს არის იმის მაგალითი, როცა გეოპოლიტიკა აღემატება ღმერთსა და ქრისტიანულ ერთობას!
შემოდის იუზერი „ლეონიდი“:
-ამას ეწოდება განმიწიერება!
უეცრად შემოდის იუზერი ურაინული გვარით, „ნიკ. ხანენკო“ და ერთბაშად იცვლება რიტორიკა:
-როდესაც რუსეთი აგვარებს თავის გეოპოლიტიკურ პროცესებს, მრავალ საცთურს ქმნის მართლმადიდებელი სამყაროსათვის; ნუ გავიწყდებათ, რომ ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და, როცა შენი მართლმადიდებელი ძმა გტაცებს რასმე მაღალი პოლიტიკური მიზნებისათვის, ეს, სამწუხაროდ, აისახება სულიერ ცხოვრებაზე. ჩვენ ხომ წმინდანები არა ვართ, და არც სასულიერონი არიან წმინდანები. არჩევანი გაკეთდა პოლიტიკის სასარგებლოდ, ნუღარ გავნაწყენდებით სათანადო რეაქციაზე. ვფიქრობ, ძმური ურთიერთობის შენარჩუნებისათვის უნდა დაეთმოთ გეოპოლიტიკური ამბიციები.
შემოდის იუზერი „ვლადიმერი“:
-გეოპოლიტიკურ ამბიციებს სწორედ გადაყვა ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი კონსტანტინე - მიეყიდა დასავლეთს და აღარ არსებობს მართლმადიდებელი ბიზანტია, ხოლო კონსტანტინოპოლის ეკლესია აღარ არის მართლმადიდებლური.
სხვაგვარად მოიქცა ალექსანდრე ნეველი, ამიტომაც კიევის მიტროპოლიტის კათედრა გადავიდა ჩრდილო-აღმოსავლეთში, რითაც შენარჩუნდა რუსული ეკლესია.
ასე რომ, რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები ხმარდებოდა ჩვენი სარწმუნოების, კულტურის და მთელი აღმოსავლეთის სლავური ცივილიზაციის შენარჩუნებას.
უკრაინელი „ნიკ. ხანენკო“ ეკამათება:
-ეს თქვენი სუბიექტური აზრია. რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები, ისევე, როგორც სსრკ-ის ათეისტური „დერჟავის“, მიმართულია მსოფლიოზე ბატონობისკენ მოწინავე კაპიტალისტური ქვეყნების წინააღმდეგ (პირველ ყოვლისა „ნატო“-სა და აშშ-ის), ხოლო მართლმადიდებლობა არის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე ზემოქმედების ერთი უმთავრეს ბერკეტთაგანი, რადგან რწმენა ბევრ ამ ქვეყანაში მტკიცეა და მასზეა დაფუძნებული რუსეთთან კავშირის სიმყარე.
შემოდის იუზერი „გლასი“:
-ჩემთვის სულერთია, ვისი იქნება ყირიმი - რუსეთის თუ უკრაინის, ჩემთვის მთავარია, რომ არ იყოს ამერიკელების! ეს არის გეოპოლიტიკა. პუტინს რომ არ ჩაეხუტებინა ყირიმი, იქ ახლა „ნატო“ იქნებოდა. იქ ახლა მთვრალი ამერიკელები იგრიალებდნენ ჯიპებით, მიჭყლეტ-მოჭყლეტდნენ ადამიანებს და ქალებს გაგვიუპატიურებდნენ. 100-%-იანს გეუბნებით - ჰკითხეთ იაპონელებს და ერაყელებს და ყველას, სადაც მათი ბაზებია. თქვენ გვეტყვით, რუსებო, ნუ ერევით ჩვენს საქმეებში, მე კი გიპასუხებთ - არაფერი შეგეშალოთ, ეს სწორედ რომ ჩვენი საქმეა!..
მეცოდებიან ის უბედურები, რომლებიც უკრაინულ ეკლესიაში გადაბარგდნენ, საკითხავია ვის რასი სჭირდებიან, თუკი კანონიკური ეკლესია მიატოვეს?
შემოდის იუზერი „ანდრეი“:
-ჰკითხეთ აფხაზებს, ვინ რას ქურდობდა. ჩვენს ქალაქში ბევრი აფხაზია პირველი აფხაზური ომიდან. ერთი მათგანი სულ რაღაც ერთი წლის წინ თავიდან ამეტყველდა; ისინი კი, ვისაც ომმა ბავშვობაში მოუსწრო, ბავშვებადვე დარჩნენ - 30-40 წლის ბიძა კაცები არიან და ქალაქში დედებს დაჰყვებიან და ყველა გამვლელს ესალმებიან.
შემოდის იუზერი „ზეტი“:
-ზოგიერთები იქცევიან გამთიშველად. მსოფლიო მართლმადიდებლობას დააწვა გათიშვის რეალური საფრთხე და ისინი კი რაღაც სულელურ მიზეზებს ახმოვანებენ! შენ თუ არ მიდიხარ ამ შეკრებაზე და გეშინია, გვირგვინი არ ჩამოგვარდეს, სხვა მაინც გააგზავნე!
შემოდის „მირიანინი სტრანნიკი“:
-რა კარგი იქნებოდა, იქ არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი რომ გაეგზავნათ. მაგრამ ეს ამაო ოცნებაა...
შემოდის იუზერი „გოსტი“:
-საქმე გვირგვინში როდია, არამედ მომავალი კრების მონაწილეებთან უთანხმოებაში და პირიქით - იმათთან თანხმობაში, ვის გამოც იკრიბება ეს ხალხი!
შემოდის „ვასილი ტიორკინი“:
-აკი წერდა თქვენი საიტი, რომ მასთან ერთი თვის წინ „ალავერდით“ გადმოსულა პომპეო - ანუ, ჩასულა მასთან. ერთი რამე ვერ გამიგია - ნუთუ შეიძლება ამ ასაკში ღმერთის გარდა კიდევ რამის გეშინოდეს ქვეყანაზე?
შემოდის იუზერი „კორფი“:
-ვაი, რომ საქართველო დღეს აშშ-ის კოლონიაა! ასე რომ, ინტერესები და პრიორიტეტები ვერ იქნება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მიმართული. თუმც კი მათ ჰყავთ სახელმწიფიო დეპარტამენტის წინააღმდეგ მიმართული ოპოზიცია, მაგრამ მათ ახშობენ ყველა საშუალებით! ავიღოთ, უკრაინა. ის დასავლეთის სამყაროსა და რუსეთს შორის არის გახირული და ხალხის მენტალიტეტიც სხვაა - უკრაინაში თუ ვინმემ გაწყენინა, სისხლს არ აიღებენ; საქართველოში როგორ არის შურისმაძიებლობის საქმე?
შემოდის „სვეტლანა“:
-ქრისტე რას ამბობს სისხლის აღების ჩვეულებაზე - როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი?
შემოდის „ალექსანდრე“:
-ქრისტე არაფერს ამბობს სისხლის აღებაზე - ნუ იგონებთ რაღაც სისულელეებს. გიყვარდეს მოყვასი შენი და თუ ერთ ლოყაში გაგარტყამენ, მიუშვირე მეორე! ასე ამბობდა და შურისძიებაზე არაფერი უთქვამს.
„გოსტი“:
-ახლა, ჩვენში რომ ვთქვათ, განა რუსეთიც კოლონია არ არის? ხან ამერიკის და ხან - ისრაელის. როგორც გადმოგიგდებენ ძვალს და მიგაქსევენ მეზობლებზე, შენც ისეთი გააფთრებით ეცემი ყველას და ყველაფერს!
შემოდის „ჯონ დედ“:
- რაც გინდა თქვით და ქართულმა ეკლესიამ გვიგანა. ყველაფერი გაცხადებულია. მე ახლა ის უფრო მაფიქრებს, რას იტყვის და იზამს ჩვენი პატრიარქი. როგორ უპასუხებს ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია. და მთელ იმ პაპიზმსაც და იმ კანონების დარღვევასაც, რასაც ვხედავთ...
შემოდის „ზინაიდა“:
-რას ამბობთ... ქართული ეკლესია არსადაც არ წასულა - შეიძლება მათი წინამძღოლი მხოლოდ...
შემოდის „ალექსანდრე მარასანოვი“:
„საქართველო მთლიანად აშშ-ზე არის დამოკიდებული. მე ვერ გავამართლებ პატრიარქ ილიას. ასაკის გამო, მას შეეძლო რომელიმე თავისი ეპისკოპოსი გაეგზავნა. უფრო სავარაუდოა, რომ მას ეშინია ერესიარქი არქონდონისი არ ჩაერიოს აფხაზეთის საქმეებში, სახელმწიფო დეპარტამენტის კურატორების გავლენით.
შემოდის „ალექსი“:
-ოჰ, როგორ საწყენია - თითქოს ძმას ეღალატოს!
შემოდის „იგორ ლაბუშოვი“:
-მე მესმის, რომ მოხუცია, ძლის დაათრევს ფეხებს; დელეგატი მაინც გაეგზავნა!
შემოდის „ვლადიმერ მაკგრატი“:
-გაითვალისწინეთ, რომ 90-იან წლებში ქართველი სასულიეროები მაგრად ეხმარებოდნენ კომუნისტებს, მერე „უნა-უნსოს“ სასულიეროებს მისცეს მხარი ჩეჩნეთის ომში...
შემოდის „ვლადიმერი“:
-რუსული ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქი ყოველთვის ფლობდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ტიტულს. კიევში არასოდეს ყოფილა პატრიარქი. კიევი ეს არის ჩვენი რუსული ეკლესიის აკვანი, როგორც იერუსალიმი - მთელი ქრისტიანული სამყაროსი. იმიტომაც ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით ჩვენთვის ფესვების მოკვეთას. უკრაინის სახელმწიფო ვერ დაიცავს ეკლესიას დასავლეთის ზეგავლენისაგან - არც რესურსი აქვს და არც სურვილი საამისოდ, რადგან ხელისუფლება სწორედ მათი მიმართულებით იყურება; თუმცა, უკრაინელ სასულიეროთ და საეროთ პირადი სულიერი ცხოვრების მხრივ ბევრის სწავლება შეუძლიათ რუსეთის საეროთა და სასულიეროთათვის. ისინი ჩვენთვის სულიერ მაგალითებს წარმოადგენენ.
შემოდის „ელიზავეტა უსანოვა“:
-პატრიარქი ილია ძალიან გადაბერებულია, იქნებ ფიზიკური სისუსტე არ აძლევს ჩამოსვლის საშუალებას?
ბრუნდება „კორფი“:
-რა უშლის ხელს სხვათა დელეგირებაში?
„ელიზავეტა უსანოვა“:
-საბოლოოდ ისინი ალბათ ასეც მოიქცევიან?
„კორფი“:
-იქნებ არაოფიციალურად შეძლოს ქართულმა ეკლესიამ ამის გაკეთება!
„ელიზავეტა უსანოვა“:
-დაველოდოთ ბოლო ინფორმაციებს... რა საწყენია! პატრიარქი ილია - ღმერთის კაცია, იქნებ ეკლესიის მეთაურთა შეხვედრის დროისთვის შეიცვალოს გადაწყვეტილება!
შემოდის „გენადი“:
„იქნებ ის მაინც გეთქვათ, პუტინის გეოპოლიტიკამ როგორ გაამწვავა და მოამზადა განხეთქილება - ეს ხომ ობიექტური ფაქტორია, როგორც საქართველოსთვის, ისე - უკრაინისთვის. მე ვფიქრობ, ამ ფაქტმა დახურა საკითხი ბევრი განხეთქილებაში მყოფისთვის სამუდამოდ; უკრაინაში პუტინმა მოახდინა ომის ორგანიზება დონბასში შეტანილი იარაღით და არც ყირიმი ჩაბარებია თავად რუსეთს.
შემოდის „რუსინი“:
-უკაცრავად, მაგრამ ეს ცალფერდა ბოდვაა! ათობით გამოკვლევაა ჩატარებული „მაიდნის“ შესახებ, შეკვეთილ სნაიპერებზე, ბალისტიკურებზე, ამერიკოსებმაც კი გადაიღეს ამაზე ფილმი, თქვენ კი... რა კარგი წვიმა მოდისო!
„გენადი“:
-ლაპარაკია არა მაიდანზე და სნაიპერებზე, არა დონბასზე და საომარი ტექნიკის კოლონებზე, რომელიც იქ არ იყო და მერე გაჩნდა... როგორ ფიქრობთ, ისინი დონბასელმა ტრაქტორისტებმა ააწყვეს?
„რუსინი“:
-საქმე ის არის, რომ ეს გახლავთ შედეგი. და ამას არავინ არ მალავს. მაგრამ რატომ მიზეზს არ იძიებთ? ხომ იყო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა და ტერორი? თუკი ძმას გიკლავენ, მშვიდად როგორ დაუწყებ ცქერას?
„გენადი“:
-მოსახლეობის ტერორი ის არის, როცა დონეცკელ ბიზნესმენებს დონეცკის სახალხო რესპუბლიკელების სარდაფებში ამწყვდევდნენ, რათა მთელი ბიზნესი მათთვის გადაეცათ, ხოლო ენის გულისთვის სეპარატისტები ხოცავდნენ ხალხს და ეს გახლდათ უკრაინული ენა. ან რა მიზეზით იყო, რომ ყირიმის მიტაცება მოხდა? არ არსებობს პუტინის პოლიტიკის გამართლება რუსეთისათვის!
აქ დროებით წყდება კომენტარები. გაგრძელება უთუოდ იქნება...
ნანახია: (2011)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას