logo.png

პროფესორი ბეჟან ჯავახია თავის გვერდზე წერს:

"არ ვერჩი არაფერს ამ ტელევიზიებს პირიქითაც , როგორც ჩანს, მონუსხულიც კი ვარ!!! (კითხვებით და პასუხებით) და მთავარი დასკვნა მაინც ასეთი დამრჩა, რომ მათი როლი ერთობ დიდია პოლიტიკური ამინდის საკითხში მაინც..
მე , მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გადმომყვა საბჭოთა მენტალობიდან, ოღონდ უკუღმა, ანუ რასაც ეს ყუთი მეტყველებს, რა ფერისაც არ უნდა იყოს ის,  მაინც უკუღმა დავიჯერო!
პოლიტიკური ამინდი, ასეთია (აქ ვერ განვმარტავ მიზეზებს და რეალობებს).  აღმოჩნდა, რომ მთავრი პოლიტიკური ფიგურა არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.. და საქმეც ასე  პოლიტიკური დაჯგუფებები. 1. ის ვინც მის წინააღმდეგ იბრძვის და 2. ის ვინც ეძებს ადგილს მისი ავტორიტეტის ქვეშ  და მასთან ერთად აპირებს ბრძოლას.
ოღონდ აქაც ასეა საქმე . ის , ვინც რუსეთის მარიონეტია და ბიძინას ჩრდილშია , რასაკვირველია სააკაშვილის მოწინააღმდეგეა;
მეორე, რასკვირველია , ყველა ვინც მიხეილ სააკაშვილის გუნდიდან წავიდა, გაიქცა თუ შეავიწროვეს და გავიდა, ყველა ამ ადამიანისთვის, რასაკვირველია, კონკურენტი ფიგურა ისევ მიხეილ სააკაშვილია, რადგან პოლიტიკური ფიგურა ისევ მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც  გააჩნია მომავლის პერსპექტივა და საერთაშორისო ავტორიტეტი. მათთვის და არც არავისთვის კონკურენტული ფიგურა არაა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არც პოლიტიკოსია და არც არავითარი პოლიტიკური ფიგურა, თან ერთერთი მთავარი ისიცაა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს პოლიტიკური პერსპექტივა, მისი ხელისუფლებაში დარჩენაც კი (რაც უკვე წარმოუდგენელია) არ არის მყარი. მისივე ხასიათის გამო, რადგანაც 1, მას არ გააჩნია უნარი ქვეყანა მართოს სახელმწიფო ინსტიტუტების საშუალებით; 2.  ის რუსეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ დარჩება ყოველთვის, ამდენად ვერც ერასოდეს ვერ გადაწყვეტს ვერც პოლტიკურ სტაბილურობას და ვერც ეკონომიკურ აღმავლობას (რუსეთი ამას მისი მარიონეტის ხელში არ დაუშვებს (ამის მაგალითებისთვის საკმარისია -შევარდნაძის მმართველობა საქართველოში, ან კიდევ რუსული პოლიტიკა მის სხვა მარიონეტულ ქვეყნებში და თვით ბიძინას 8 წლიანი მმართველობა, როდესაც მან ვერ შესძლო ვერცერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება (ანაკლია, თბილისი შემოვლითი გზა, დიდი მაგისტრალები, საერთაშორისო სასწავლო პროექტები.....) და ამდენად ოპოზიციის ამ ნაწილისთვის მუდმივად ჩნდება განცდა, რომ ბიძინას ხელისუფლება იქნება არამყარი და არაფორმალური მმართველობის პირობებში, მუდმივად რჩება  მოლოდინი ასეთი ხელისუფლების დამარცხების, მაშინ , როდესაც  მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ხელისუფლება, მეტად მყარი და ავტორიტეტულიც იყოს და მეტი მხარდაჭერით დასავლეთიდან.. ამდენად მოუწევთ დიდი მოლოდინი და პოლიტიკურ ინსტიტუციებად ჩამოყალიბება, რასაც ვერ შეძლებენ . დავიმახსოვროთ, ნაციონალური მოძრაობა არის პირველი პარტია საქართელოში, რომელმაც მმართველობიდან წასვლის შემდეგ ოპოზიციაში შეძლო არსებობა... ეს ჩვენი პოლიტიკური კულტურის დიდ მონაპოვარია.(როგორ ფიქრობთ სანამდე გაქაჩავს რაც უნდა დაირქვას ელისაშვილის ბესელიას, ჭიჭინაძის, ჟორჟოლიანის, თბს ბანკი-ხაზარაძის თუ სხვა დაჯგუფებბების არსებობა, ესენი მხოლოდ საარჩევნოდ იქმნებიან.. .. )
ახლა იმის შესახებ, რომ -  მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება გამოიწვევს ერთპიროვნულ მმართველობას და სამწუხაროდ, ამ ტერმინს ის ხალხი იყენებს, ვისაც მაღალი  თანამდებობები ეკავათ მის ხელისუფლებაში და არც ერთხელ არ გაუპროტესტებია..
ახლა მთავარი, მე მესმის რომ ოპოზიციაში,  რასაკვირველია არის კონკურენცია და როგორც ზემოთ აღვნიშნე , ყველას მთავარი სამიზნე არის ბუნებრივადაც მიხეილ სააკაშვილი და არც მიკვირს აქ განსაკუთრებული აქტივობა ევროპული საქართველოსი, თუ სხვა ნაციონალებიდან გამოყოფილი ჯგუფების, რომ ისინი ცდილობდნენ გამოკვეთონ თავიანთი განმასხვავებელი ნაციონალური მოძრაობიდან და ასევე , თავიანთი კრიტიკით გამოვიდნენ მიხეილ სააკაშვილის საყოველთაო ავტორიტეტიდან. ეს პოლიტიკაა და გრძნობებს ვერ ჩავრთავთ... უბრალოდ , მთავარი ისაა, რომ ეს კრიტიკა გასაგებიც უნდა იყოს პოლიტიკურ სივრცეშიც. მაგალითად თუ ჩვენ ვქმნით და მიხეილ სააკაშვილი თავადაც გამოდის ამ ინიციატივით, რომ ქგეყანაში ჩამოყალიბდეს ისეთი პოლიტიკური სტრუქტურა და სისტემა, რომ შეუძლებელი იყოს ერთპიროვნული მმართველობა . მე მაგალითაც , ასეც გავიგე, როგორც ოპზიციური შეთანხმებიდან, ასევე მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი ეთერიდან, რომ მთავარია მმართველობაში ინსტიტუტები და სისტემა.. ამდენად , აქ ჩვენ მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობის შიშია თუ უდიდესი პოლიტიკური ავტორიტეტის მქონე ფიგურის ღიად ჩართვა საარჩევნო კამპანიაში...
და არც დაგვავიწყდეს ის რომ ქვეყანის 20% არის ოკუპირებული და ასევე გვყავს მარიონეტული რეჟიმი, დიდი საფრთხე გვაქვს ჩრდილოეთიდან -- ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქეყნის პირველი პირი იყოს საერთაშორისო ასპარზეზზე პოლტიკური ავტორიტეტის მქონე ფიგურა და ეს მიხეილ სააკაშვილია."

ნანახია: (1060)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას