logo.png

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი თავის გვერდზე წერს:

"არსებობს იმგვარი მოცემულობა და წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც აცხადებენ, რომ საპატრიარქოში კორუფცია ვერ იქნება, რადგან მას, როგორც ინსტიტუციას და რელიგიურ ორგანიზაციას, სახელმწიფოს წინაშე არანაირი ფინანსური ვალდებულება არ აქვს და შესაბამისად ყველა სახის მანიპულაცია თუ მახინაცია გამართლებულად მიიჩნევა რადგან კანონი არ ირღვევაო. ვფიქრობ, რომ ასეთი მსჯელობისას ავიწყდებათ, ერთი, მეტად საგულისხმო გარემოება: საუბარი ეხება რელიგიურ ორგანოს, რომელსაც კონსტიტუციაზე, სისხლისა თუ სამოქალაქო სამართლის კოდექსზე მაღლა, მორალური სტანდარტი, ზნეობრივი სიწმინდე, უანგარობა და უპოვარება ევალება მისივე სარწმუნოების მცნებებიდან და კანონიკური ნორმატივებიდან გამომდინარე და თუკი ანტიკორუფციული სამსახური ან სუსი მას არ ამხელს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ყველაფერი რიგზეა და ფილიგრანული კრიტალურობით ვითარდება. სინდისთან მარტო დარჩენილი და იმუნიტეტმორგებული საპატრიარქოს თანამშრომლები, რომ მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის არ ხარჯავენ თანხებს, მემგონი ეს ვიზუალურადაც თვალშისაცემი და აშკარაა, რაც სასულიერო პირთა დეკლარაციებშიც შავით-თეთრზე უკვე გამოჩნდა. ასე რომ ვინმეს თუკი მართლაც აქვს, სხვადასხვა ფინანსურ დარღვევებზე სამხილები, ნურავინ იფიქრებს, რომ ის არ იქნება საყურადღებო მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფო ამაზე თვალს დახუჭავს. ეკლესიაში სავსებით განსხვავებული კრიტერიუმები და საზომია სიმართლისა და პასუხისმგებლობისა, ვიდრე ერში!ცალკე პრობლემაა ისიც, რომ არანაირი აუდიტი, რევიზია და მონიტორინგი არ ხორციელდება საპატრიარქოს ხარჯთაღრიცხვასა და თანხების მიზნობრიობაზე. კანონზე მაღლა არავინ არ უნდა დადგეს! 

P.S. მასე, არც მრუშობაა სახელმწიფოს კანონმდებლობით დასჯადი, მაგრამ იერარქიაში როცა ვინმე ამ კუთხით სცოდავს, ეს უბრალო ამბავი არ არის და სირცხვილად მიიჩნევა! ამდენად, იმის გამო, რომ ყველა ცოდვა არ არის კრიმინალიზებული, სულაც არ მეტყველებს ვინმეს უდანაშაულობაზე ღვთისა და მრევლის წინაშე!"

ნანახია: (1124)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას