logo.png

გელასი აროშვილი თავის გვერდზე წერს:

"პოსტსერგიანული საეკლესიო ორგანიზაციები სერგიანულზე მეტად დაცილდნენ ქრისტეს სხეულს - ეკლესიას, რადგან ასეთი დიდება, პატივი, სიმდიდრე, პრივილეგიები, გავლენა რომლებიც მათ მოიპოვეს არასოდეს ჰქონია ეკლესიას და სრულიად უცხო და ყოველთვის ორგანულად შეუთავსებელი იყო მისთვის. ქრისტეს სხეული ჭრილობებითაა დაფარული, სისხლით, ცრემლითა და ოფლით დაცვარული, მას არ სჭირდება ამდენი თვალ-მარგალიტი, ბრილიანტი და ალმასი, ამდენი ოქრო და ვერცხლი, ძვირფასი შესამოსლები და ანტიკვარებით მორთული რეზიდენციები. ჭეშმარიტად მათ მიმართაა ნათქვამი: ''რამეთუ იტყჳ: მდიდარ ვარ და განვმდიდრდი და არარაჲ მეჴმარების(არაფერი მიჭირს). და არა უწყი, რამეთუ შენ ხარ უბადრუკ და საწყალობელ და გლახაკ და ბრმა და შიშუელ'' (გამოცხ. 3,17)."

ნანახია: (942)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას