logo.png

რევაზ კემულარია თავის გვერდზე წერს:

"მიხეილ სააკაშვილის ტვ საუბრიდან, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძალიან მგრძნობიარე სიტყვები იყო, - შვიდი წელია ფეხი არ დამიდგამს ჩემი სამშობლოს მიწაზე...

მე და ჩემმა მეგობრებმა თუ არა, სხვამ ვინ იცის, თუ რას ნიშნავს საკუთარ სამშობლოში ჩამოსვლის აკრძალვა...

ხუნტის მიერ დევნილები რამდენიმე წელი იძულებულები ვიყავით, სხვადასხვა ქვეყნისთვის შეგვეფარა თავი...

ცხოვრობ სხვის ქვეყანაში და ვერ გასვენებს სამშობლოზე ფიქრი... ნოსტალგია, როგორც ხავსი ისე გებღაუჭება სულში, გახრჩობს და მოსვენებას არ გაძლევს... თრგუნავს და  შეიძლება გულმაც ვერ გაუძლოს...

გადატანილი გვაქვს ჩვენ ეს უმძიმესი ტკივილი,. ტკივილი, რომლის მკურნალი მხოლოდ სამშობლოა!

სხვის ქვეყანაში, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს ქართველი, მხოლოდ საკუთარ სამშობლოში ჰპოვებს სიმშვიდეს. 

ამიტომ ენატრებოდათ ჩვენ წინაპრებს, - სამშობლოდან დევნილ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნება. ეს ოცნება ერთეულებმა თუ აიხდინეს მხოლოდ.

გაუფრთხილდეთ ერთმანეთს მეგობრებო... ვისაც საკუთარი სამშობლო ენატრება, ის უნდა დაბრუნდეს საკუთარ სამშობლოში.

საოცარი ქვეყანაა საქართველო, - ჩვენი სამშოლო,... სადაც არ უნდა იყო, მარად გულში გიზის და არასოდეს გავიწყებს თავს. 

ჩვენ სამშობლო საქართველოს გაუმარჯოს!"

ნანახია: (986)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას