logo.png

მღვდელმონაზონი ანდრია სარია თავის გვერდზე წერს:

"ძველად განაწილებული იყო სამონასტრო ცხობრება: ზოგადცხოვრებულთა, მდუმარეთა, მეუდაბნოეთა, განდეგილთა და ა. შ. პატრიარქი, ეპისკოპოსი, არქიმანდრიტი, იღუმენი, მღვდელმონაზონი, ბერ-დიაკონი და ბერი... ზემოჩამოთვლილი ყველა საბერო ხაზია... როდესაც გიწევს საზოგადო მსახურებაში ჩართულობა და არ ირჩევ განდეგილთა წესს, აუცილებელია სწორი და მართალი სიტყვა მიაწოდო მრევლსა თუ საზოგადოებას. მოციქულები არიან პირველმონაზონთა სახე და მაგალითი... პავლე მოციქული ქადაგებისთვის იმდენ კილომეტრებს გადიოდა და თან ეპისტოლეებს წერდა, მგონი მე არ მაქვს მაგდენი კილომეტრი გავლილი მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საშუალებები ამის შესაძლებლობას იძლევა... მაქვს უფლება არ მომწონდეს მთავრობა, როდესაც ბოროტებას სჩადის... მაქვს უფლება ღიად გამოვთქვა პროტესტი საეკლესიო დარღვევებზე... მაქვს უფლება მოუწოდო მრევლს იცხოვრონ ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ... მაქვს უფლება არ მომწონდეს ინაშვილ-მოურავების მოღალატეობრივი პოლიტიკა... მაქვს უფლება მქონდეს ჩემი პოზიცია ❤️"

ნანახია: (1347)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას