logo.png

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი თავის გვერდზე წერს:

"ე.წ. მოსაყდრე შიოს მხარდამჭერი და თანამოაზრე - რუსეთის იმპერიალისტური, კოლონიალისტური და ექსპანსიური იდეოლოგიის მთავარი აპოლოგეტ-პროპაგანდისტი და დასავლური ცივილიზაციის დემონოლოგი - მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) გამალებით ამრავლებს და აჯილდოვებს თავის ომოფორქვეშ მყოფ სამღვდელოებას ქუთაის-გაენათის ეპარქიაში, რათა უფრო მეტად დამყოლი, თვინიერი და კონფორმისტული განწყობისანი გახადოს ისინი. თანაც, რაც მთავარია სატაძრო და სამონასტრო ფინანსებიდან (შემოწირულობა, გაყიდული საქონელი) პირდაპირ წილს არავის სთხოვს, რითაც კიდევ უფრო იმადლიერებს და იმხრობს მრევლშეცოტავებულ და ღარიბ ქვეყანაში მოღვაწე სასულიერო პირებს. ეს ერთგვარად გახლავთ მონუსხვის მზაკვრული პოლიტიკა, რაც მართვასა და ტოტალურ კონტროლს უფრო მეტად აიოლებს. 

სწორედ, ამ ნიადაგზეა, რომ ვერცერთმა მისმა თანამსახურმა მღვდელმა ვერ გაბედა, რომ გაეპროტესტებინა ის კოლაბორაციონიზმი და მოღალატეობრივი ქმედება, რომელიც სახელდობრ მეუფე იოანემ იკადრა, როცა სამონასტრო სივრცე წინასაარჩევნო აგიტაციისთვის დაუთმო აბსოლუტურად ოდიოზურ, პუტინისტურ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში, სამხედრო ინტერვენციაში, აგრესიასა და ანექსიაში საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს. 

ეს, რომ საპატრიაქოსთან შეთანხმებით მოხდა, იქიდანაც ნათლად სჩანს, რომ ამის შესახებ ფორმალური განმარტებაც კი არ გაკეთდა მოსკოვის რეზიდენტისა თუ გავლენის აგენტის - შიოს (მუჯირი) სათათბიროში!.. 

იცით რატომ ეწევა "პატრიოტთა ალიანსი" საპატრიარქოს ადვოკატირებას და მათ ბრეჟნევისტულ ტელე ობიექტივში "დაიცავი ეკლესია" - სლოგანის მუდმივ ტირაჟირებას? იმიტომ, რომ ყველაზე უფრო კომფორტული და სასათბურე პირობები ძერჟავნიკულ მიზნებსა და ამოცანებს, საქართველოს ეკლესიის მენეჯმენტში (პატრიარქ ილიას თაოსნობით) აქვს, საიდანაც ზუსტად ისეთივე კონტენტისა და ნარატივის კულტივირება ხდება საზოგადოებაში, როგორიც კრემლს აწყობს. 

ამიტომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ამ ჰიბრიდულ ომში რბილი ძალის გამტარი ორგანო გახლავს საქართველოს  სტალინისტური და КГБ-შნიკური საპატრიარქო, რომელიც ანტიადამიანური, დესტრუქციული და მტრული პოლიტიკის დომინანტობის ხელშემწყობი ინსტრუმენტია ჩრდილოელი მონსტრის ხელში!.. 

ამდენად, პუტჩიზმი, ამორალურობა, ჰომოსოვიეტიკუსის კომპლექსი და სტოქჰოლმის სინდრომი ყველაზე უფრო ლაღად ჩვენს დატყვევებულ ეკლესიაში პარპაშებს!

P.S. რა უნდა იყოს, იმაზე უფრო დიდი პარადოქსი და ირონია, როცა ერთიანი საქართველოს სახე-სიმბოლო - ბაგრატი, დანაწევრებული საქართველოს დივერსანტების ტრიბუნად ქცეულა?!

სირცხვილი და ანაქსიოს მიტროპოლიტ იოანე რუსოფილს!"

ნანახია: (1144)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას