logo.png

პროფესორი ბეჟან ჯავახია თავის გვერდზე წერს:

"რას უნდა ნიშნავდეს 30 წელია ერთ  წრეზე ვტრიალებთ!!!
მესმის ვიღაცას სჭირდება შეუქმნას ადამიანებს 30 წლისწინანდელი ქვეყნის ნოსტალგია და ეს ვინცაა ცნობილია, ეს ისაა, ვისაც ჩვენი ქვეყნის 20 % ღიად აქვს ოკუპირებული და დანარჩენზე თავისი მარიონეტული რეჟიმი დასვა.
არა, ძვირფასო ადამიანებო, აბა გაიხსენეთ 30 წლის წინ ჩვენ რუკაზეც არ ვიყავით, ჩვენ ამ ოცდაათ წელიწადში დამოუკიდებლობა მოიპოვეთ, დიდი ბრძოლებისა და მძიმე დანაკარგის საფასურად, მაგრამ ასეთია ჩვენი ისტორია, ამიტომაც ვართ ღირსი არსებობისა 
მიუხედავად ყველაფრისა მაინც უფრო წინ ვართ , ვიდრე იმ ქვეყნის პროვინციები, რომელსაც ისევ ჩვენ თავისი გუბერნიად გახდომა უნდა..
დიახ, ამ 30 წლის მანძლზე, 1990  წელს დავამარცხეთ კომუნისტური რეჟიმი და ასევე ვარდების რევოლუციის შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება დაიწყო, რომელიც მაინც მუშაობს....
ასევე , მაგარი ტექსტია საბჭოთა ჰარმონიაში ჩამოყალიბებული იდეოლოგიისათვის - ეს ორი პოლუსი დამღუპველი!!! . ჩვენში არსებული ეს ორი პოლუსი მძიმე იმიტომაა, რომ ერთი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად იბრძვის, ხოლო მეორე ოკუპანტის მხარდაჭერით ინარჩუნებს ძალაუფლებას, თორემ ისე მართლაც მხოლოდ იდეოლოგიური დაპირისპირება იყოს, რა არის გასაკვირი, აბა სხვაგან , როგორ ხდება?
ახლა ხომ არავის ეპარება ეჭვი, რომ ის რაც ამ ქვეყნაში ხდება : კრიმინალური ქაოსი, კორუპცია და დასავლური, წარმატებული პროექტების გაუქმება , საიდან მოდის?
ძალიან ვწუხვარ, ჩვენს ჟურნალისტიკაში ნებსით თუ უნებლიეთ, ჯერ კიდევ დარჩა, ეს საბჭოთა რიტორიკა, ყოველშემთხვევაში "პერესტროიკული" მაინც..
კიდევ ერთხელ, მაინც მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ამაში დავრწმუნდებით, როგორც კი ჩვენს წარსულს გადავხედავთ...
მაშ გავიწმიდოთ გულები თავისუფლებისათვის საბრძოლველად...."

ნანახია: (899)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას