logo.png

რევაზ კემულარია თავის გვერდზე წერს:

"დადგება საქართველოში ისეთი დრო, როცა ხელისუფლება  ხელისუფლებას დაემსგავსება, ერი კი ერს...

დღეს კი მხოლოდ ხალხი ვართ და ხელისუფლებაც ისე გვექცევა, როგორც ხალხს და არა ერს, რადგან ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება გვყავს და არა ერის მიერ არჩეული ხელისუფლება...

ამიტომაც არის ცალ-ცალკე ხელისუფლება და ხალხი... მათ არ აერთიანებთ, როგორც ეროვნული იდეა ისე სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა... ყველა თავისთვისაა და ყველა არავისთვის... და არავინ სამშობლოსთვის...

დიახ,  ჩვენ დავკარგეთ ერთიანობის შეგრძნება... გავთითოკაცდით და ნებისმიერი მტერი ადვილად გვერევა!!!

დაჩუტულ ბურთს დაემსგავსა ჩვენი ეროვნული მდგომარეობა!

მაგრამ უახლოეს ჟამში აფეთქდება ეროვნული სული და ისევ გაცოცხლდება, როგორც ეროვნული თვითშეგნება ისე ბრძოლის ჟინი საქართველოს გაერთიანებისთვის და დაიბრუნებს ხალხი ეროვნულ სახეს!... არა მარტო სახეს, - გულს დაიბრუნებს, ქართველი კაცის გულს, დაუმორჩილებელს და მებრძოლ გულს!!!

ქართველს გაუმარჯოს!
რომელიც არ იჩოქებს არავის წინაშე!

ქართველს გაუმარჯოს, რომლის სიტყვას წონა ექნება და იტყვის, -
საქართველოსთვის ერთად ძმებო!!!"

ნანახია: (577)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას