logo.png

თეოლიგი გიორგი გეგუჩაძე თავის გვერდზე წერს:

"მეეჭვება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კლიროსში მოიძებნებოდეს თუნდაც ერთი ადამიანი, რომლის სულიერი მდგომარეობა გარდაცვლილი 11 წლის ბავშვისას აღემატებოდეს. 
     წესის აგება, რომელიც ვაჭრობის საგნად აქცია საპატრიარქომ უკვე მრავალი შემთხვევაა, სინამდვილეში არც არავის სჭირდება. წესის აგება ვერ აცხონებს  ადამიანს, როგორ აუგებლობის შემთხვევა არ ნიშნავს აპრიორი ჯოჯოხეთში წასვლას. 11 წლის ბავშვი, რომელიც თავისი ასაკიდან გამომდინარე ანგელოზებრივად ცხოვრობს და რომლის სიკვდილშიც (მკვლელობა თუ თვითმკვლელობა) დამნაშავე თითოეული ჩვენგანია, ისედაც ქრისტესთანაა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ვაი მღვდელმსახურთა ბუტბუტი მას არ სჭირდება ქრისტესთან მისასვლელად... წესის აგება ნუგეშია ჭირისუფალთათვის, ამ ბავშვს კი ჭირისუფალი არ ჰყავს!!! ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა მისი დამხმარე ასეთი მძიმე მდგომარეობის დროს.
     ადგილობრივი მიტროპოლიტის სიხისტეს კათოლიკოსის ,,გულმოწყალება" შეცვლის , თუმცა, ესეც საზოგადოების დასაბნევად ხდება, რომ, აი, როგორი მზრუნველი მამა ჰყავს ქართველ ერს.
     ნუ დაგვავიწყდება, რომ კათოლიკოსის ბრძანებით წესი აუგეს და ტაძრიდან დიდი პატივით, თითქოსდა ერისათვის დამაშვრალნი ყოფილიყვნენ,  გაასვენეს სულაძაღლებული იოსელიანი, შევარდნაძე, სიგუა... ვერვინ დამაჯერებს, რომ ისინი ცხონდნენ, რადგან წესი აუგეს; ხოლო ეს ბავშვი დაიღუპება, ვინაიდან წესი არ აუგეს. ადამიანს აცხონებს თავისი საქმე და არა წესის აგება/აუგებლობა.
      როგორც მოციქული ბრძანებს: ,,ღმერთი არის სიყვარული", რომელიც ჩაგრულთა ნუგეშინისმცემელია და შეუძლებელია, ამ სიყვარულმა 11 წლის ბავშვი წარწყმიდოს, საპატრიარქოს ღმერთი კი ბოროტი მამაა, ისეთი როგორიც კ.პ.ილია და მისი ვაი სამღვდელოება გახლავთ."

ნანახია: (1554)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას