ზურაბ გურული თავის გვერდზე წერს:
"რომ დაუკვირდე, საქართველოსაც და ამერიკასაც ერთი მთავარი ანალოგიური პრობლემა აქვთ ამჟამად, ინტელექტუალურ ადამიანებს ეშინიათ საკუთარი აზრის პირუთვნელად დაფიქსირების, რადგან საპასუხოდ მიიღებენ წარმოუდგენელ "ბულინგს". თუნდაც მაქსიმალურად შეეცადო საკუთარი აზრის გადმოსაცემად სიტყვების ფრთხილ შერჩევას და აწონვას, ფორმის უაღრესად დახვეწას, სიმართლე ისეთი მჭრელია, რომ ნებისმიერი კამუფლაჟიდან გამოყოფს თავს და საცნაური ხდება. საცნაურად გამხდარი სიმართლე კი ისე შეურაცხყოფს მასათა აღტყინებულ თავმოყვარეობას, რომ უკიდურეს აგრესიას იწვევს. თუ იწვალებ და ეზოპეს ენით დაწერ რამეს, უმრავლესობა საერთოდ ვერ მიხვდება რა დაწერე, შედარებით მიხვედრილები უკუღმა მიხვდებიან და ვინც სწორად მიხვდება, იმათ ისედაც იციან ის, რასაც წერ. მოკლედ, შიში მართავს ყველაფერს."
ნანახია: (1508)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას