დავით ბერძენიშვილი თავის გვერდზე წერს:
"რუსული სპეცსამსახურის წვრილფეხობას - ინაშვილი/ თარხან- მოურავის წყვილს გამოუცხვია უკვე რუსული შეკვეთა.
ბათუმში ეს ბანერი ტიპიური რუსული, ჯერ კიდევ სსრკ- ს დროინდელი იდეოლოგიური ნარატივია - აჭარა რუსეთმა დაგვიბრუნა და თურქეთი კვლავ წაგვართმევდა, რუსეთი რომ არ გვიცავდეს.
საქართველოს ხელისუფლება კვლავ დუმს. თუმცა, რაღა დუმს - მისი დასტურითაა ეს ბანერი დადგმული ბათუმში.
თურქეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მოითხოვს. სტრატეგიული პარტნიორია. მისი დღევანდელი ხელისუფალი პრობლემურია ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ თანამედროვე თურქეთისგან მტრის ხატის შექმნა არის საქართველოს მტრობა.
პერიოდულად ანტითურქული კამპანიიის გაჩაღება ამ რუსის შნირების ხელით არის ბიძინა ივანიშვილის ხაზი და პასუხისმგებლობა.
ბიძინამ აიშვა სულ. მალე ლუკაშენკოსავით ავტომატით და ფარაჯითაც მოგვევლინებოდა, რომ დაცლოდა...ვერ მოასწრებს.
იმ რუსული სპეცსამსახურის 8 მილიონის ფარგლებშია ეს ბანერიც თუ ცალკეა დაფინანსებული, ასეთ წვრილმანებს " ქართული" სუსი ხომ არ გამოეკიდება(((
კანონდარღვევაა ეს ბანერი!!! მოვითხოვთ მის აღებას!!!!
პროვოკატორების ხროვაა ეს დაყმევებული ალიანსიც და მისი პატრონებიც!!!
P.S. ამ წუთებში ირაკლი კუპრაძე საკუთარი ხელით ხსნის მაგ ბანერს. ყოჩაღ!"
ნანახია: (1416)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას