logo.png

თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილი:

"სადღაც 21 საუკუნის წინ, ახლო აღმოსავლეთის ერთ ღარიბ ოჯახში ერთი ბავშვი დაიბადა. 12 წლისა რომ გახდა ტაძარში დაიკარგა, თუმცა, სხვათა, დახმარების გარეშე მოახერხა საკუთარი თავის ,,შველა", რადგან მხოლოდ ბავშვი კი არა, ღმერთიც იყო. გავიდა დრო, ეს ბავშვი გაიზარდა და ცდილობდა ადამიანად დაბადებულებისთვის ადამიანობა ესწავლებინა, ხშირად გამოდიოდა ხოლმე კიდეც. ერთი მღვდლებთან და მღვდელთმთავრებთან ვერ მოახერხა საერთოს გამონახვა. ეუბნებოდა, თქვენ ჩემი სწავლებებისა არ გწამთ, ვხედავ, არ მოდიხართ ჩემამდე, მაგრამ ხალხი მაინც მოუშვითო. არ უშვებდნენ ის დალოცვილები. მერე იყო, ფულის კეთება თუ გინდათ აკეთეთ, მაგრამ ჩემი და მამაჩემის სახელით მაინც არ გააკეთოთო. არც ეს გამოუვიდა. მშვიდი ლაპარაკით რომ არაფერი გამოუვიდა, მერე იძულებული გახდა ბიზნესად ქცეული ეკლესიებიდან დახლები აეყირავებინა მღვდლებისა და მღვდელთმთავრებისთვის. ამანაც არ უშველა საქმეს, პირიქით, მღვდლებმა და მღვდელთმთავრებმა ღმერთი მოკლეს, მათ ,,კონკურენტი" მოიშორეს. ახლახანს საქართველოში ერთი ბიჭი ,,დაიკარგა," ისიც 11-12 წლის იყო, მაგრამ თვითონ ვერ უშველა საკუთარ თავს, ახლო აღმოსავლელი ბიჭისგან განსხვავებით მარტო ბიჭი იყო, ღმერთი არა. სიცოცხლეში მავანმა ღმერთამდე არ მიუშვა და არც გარდაცვლილი უნდა რომ იქამდე მივიდეს, მაგან ,,ღმერთი დაგმოო." ბავშვმა, რომელსაც დედა უცხოეთში ყავდა, მამა ძალადობდა, ბებია და მეზობლები კი იცით, სხვებიც იცით (სახელმწიფო, ეკლესია, საზოგადოება), ხოდა ამისგან თავისდასაღწევად თავის გაღწევა დააპირა ბიჭმა. ღმერთი დაგმოო. მაგრამ მისი მოძალადე, რომ ხვალ გულის შეტევით გარდაიცვალოს, იმას წესს რა თქმა უნდა ავუგებთ და წესის აგების მერე ქრისტეს უფლებას მივცემთ, რომ თავისთან მიიყვანოს ვინმე, ისე არა. მაგრამ ეს არ გვიკვირს, ჩვენ ის ხალხი ვართ, აი ლამის სინოდის დონეზე რომ განვაჩინეთ, რომ აბორტის დროს მოკლული უდანაშაულო ბავშვი ჯოჯოხეთში წავა აუციებლად, მაგრამ მის მშობლებს (რომლებსაც 10 აბორტი აქვთ შეიძლება გაკეთებული) და ამის მომქმედ გინეკოლოგს (რამდენიმე ასეული აბორტით) ცხონების შანსი აქვთ, რადგან მაგათ წესს ავუგებთ და სიკვდილის წინ შეიძლება ვაზიაროთ კიდეც. 
P.S. ერთი შენობა ვიცი საქართველოში, საკმაოდ ჭკვიანი და ცივსისხლიანი ხალხი მუშაობს შიგნით. დასხდებიან ის ხალხი, შეხედავენ ამ პროცესებით ქულების დაწერა როგორ შეიძლება და მალე ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომლითაც ისევ საკუთარ წისქვილზე დაასხამენ წყალს. აგერ მე და აგერ თქვენ."

ნანახია: (1450)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას